ნატანებში ძლიერი ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა

ნატანებში ძლიერი ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.დამძიმდა იმ ოჯახების მდგომარეობაც, რომლებიც წინა სტიქიის დროს დაზარალდნენ. 
ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად. 
ნატანებში დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები სწავლობენ. დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტი შესაბამის დახმარებას უახლოეს პერიოდში გაუწევს. ძლიერი ქარის მიუხედავად ნატანებში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა.დილით სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა დაბა ურეკსაც.