ბაქოში ტერორისტი მოკლეს

ბაქოში ტერორისტი მოკლეს

ბაქოში აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა. სამართალდამცავები აზერბაიჯანის მოქალაქის ემინ ჯამის, მეტსახელად ებუ ჯაფარის დაკავების ოპერაციას ატარებდნენ, რა დროსაც ეჭვმიტანილმა ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება სცადა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 38 წლის ემინ ჯამი 2007 წელს გასამართლებული იყო ტერირისტულ ორგანიზაციასთან კავშირის გამო. 2016 წლის დასაწყისში იგი პატმრობიდან გათავისუფლდა და ისევ დაუკავშირდა „ბოევიკებს“.