კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით, ქუთაისის მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია გაიმართა

კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით, ქუთაისის მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით, დღეს, #49- ოლქის მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია გაიმართა. დავით დავარაშვილის სამეანო გინეკოლოგიური კლინიკის მედ პერსონალი ქუთაისში ნაზარიშვილის სახელობის კლინიკაში კობა ნარჩემაშვილის მოწვევით იმყოფება. აქცია ორდღიანია, დღეს დაიწყო და ხვალ, 17.00 საათზე დასრულდება. მოსახლეობა მეან გინეკოლოგის, ონკო გინეკოლოგის, ონკო ქირურგის, მამოლოგის, ნეონატოლოგის და პედიატრის უფასო მომსახურებას იღებს.

,,ჩვენ ეს აქცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დავგეგმეთ. ისინი საჭიროებენ გეგმურ გამოკვლევებს, ეს ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს გამოიკვეთა. სამედიცინო აქცია არ იქნება ერთჯერადი და მე მაქსიმალურად ვეცდები იმ ადამიანებს შევუმსუბუქო ყოფა , რომლებიც გარკვეულწილად საჭიროებენ დახმარებას", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა .

დღესვე კობა ნარჩემაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ოჯახში ესტუმრა და საჩუქრად ეტლი გადასცა.