საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ უნდა გადაიდოს

საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ უნდა გადაიდოს

საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ უნდა გადაიდოს, - ამის შესახებ ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიების ალიანსის პრეზიდენტმა ჰანს ვან ბაალენმა ALDE-ს 37-ე კონგრესზე განაცხადა.

კონგრესს, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარტიის მდივანი თამარ ხიდაშელი, ევროპის 41 ქვეყნის 61 ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთან ერთად ესწრებიან.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკური პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ALDE-ს პრეზიდენტმა ჰანს ვან ბაალენმა ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით განცხადება, საქართველოსა და უკრაინის დეგელეგაციების თანამშრომლობის შედეგად გააკეთა.

"საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა პირობა, რომელიც ევროპის კომისიამ დაადგინა. ახლა ჯერი ევროპის საბჭოზეა, რათა მიიღოს დადებითი გადაწვეტილება ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს გადაყვეტილება არ უნდა გადაიდოს",- აღნიშნა ჰანს ვან ბაალენმა.

როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხათუნა სამნიძე და თამარ ხიდაშელი პრეზიდენტ ბაალენს 2 დეკემბერს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრნენ.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ლიბერალ-დემოკრატიული პარტიების ალიანსს (ALDE) 2006 წელს შეუერთდა.