ერდოღანმა უნდა შეწყვიტოს ევროკავშირის მისამართით ბრალდებების წაყენება

ერდოღანმა უნდა შეწყვიტოს ევროკავშირის მისამართით ბრალდებების წაყენება

თურქეთს სჭირდება ევროპა, ისევე როგორც ევროპას სჭირდება თურქეთი, - აღნიშნული განცხადება ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გააკეთა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais იუწყება.

„ერდოღანმა უნდა შეწყვიტოს ევროკავშირის მისამართით ბრალდებების წაყენება, რაც თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას უკავშირდება. თუ თურქეთი არ შეასრულებს ევროკავშირის 72 კრიტერიუმს, რაც საჭიროა სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, ეს თურქეთის პასუხისმგებლობა იქნება და არა ჩვენი“, - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ევროკომისიის თავმჯდომარე ასევე დარწმუნებულია, რომ თურქეთი ერთგული დარჩება მიგრანტების შესახებ შეთანხმების შესრულებისადმი.

„პრეზიდენტი ერდოღანი არ დატოვებს თავისი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებს კრიმინალური ორგანიზაციებისა და კონტრაბანდისტების ამარად“, - დასძინა ჟან-კლოდ იუნკერმა.