დიახ, შეიძლება დასაწყისში ჩვენ მოგვეჩვენოს, რომ ეს არის უსამართლობა, არასწორად გადანაწილებული თანხები, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ოჯახების კეთილდღეობა აუცილებლად აისახება ყველაზე და ეკონომიკაზე მთლიანად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დოლარში სესხების გალარების მიზნით ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარის გამოყოფის მიზანშეწონილობაზე საუბრისას განაცხადა.
ქუმსიშვილის შეფასებით, კითხვა იმის თაობაზე, რატომ უნდა შეეხიდოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს დოლარში სესხი, მათ, ვისაც ასეთი სესხი აქვს, აბსოლუტურად ლეგიტიმურია, თუმცა გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, ვინც ყველაზე მეტად მოექცა დევალვაციის ტალღაში.