საუბარი საქართველოში შექმნილ ახალ რეალობაზე, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე არასდროს იქნება მისაღები ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობისთვის

საუბარი საქართველოში შექმნილ ახალ რეალობაზე, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე არასდროს იქნება მისაღები ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობისთვის

ნატო მნიშვენლოვანია საქართველოსთვის, რადგან ეს არის ოჯახი, რომელთანაც საერთო ღირებულებსა და პრინციპებს იზიარებს,  საქართველოსთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში,  ნატოს-გენერალურ მდივანთან, ინეს სტოლტნებერგთან ერთობლივი პრესკონფერნციის დროს განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოსთის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების გადაწყვეტილება შეუქცევადია, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოჯახთან დაახლოების გადაწყვეტილება, ინსტიტუტების დასვალურ, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით.

„ეს არის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრა ქართველმა ერმა და, როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ეს არის საქრთველოს სუვერენული გადაწყვეტილება“,-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი შეეხო რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი სტრატეგიის საკითხსაც.

„ერთი მხრივ, არის გამოთქმული საქართველოსთან ზოგიერთ სფეროში ურთიერთობების გამუჯობესების სურვილი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუერთდებით ამ სურვილს, თუმცა მეორე მხრივ, არის საუბარი საქართველოში შექმნილ ახალ რეალობაზე, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე, რომლებიც არასდროს იქნება მისაღები ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობისთვის. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ნებისმიერი სურვილი უნდა იყოს დაფუძნებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეფუძნებოდეს ქართველი ერის სუვერენულ გადაწყვეტილებას, გახდეს რომელიმე ოჯახის წევრი. ეს გადაწყვეტილება, როგორც აღვნიშნე, ნათელია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.