“რუსთავი 2“-ის საკითხი, ეს არის მიმდინარე სასამართლო საქმე და ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ მივცეთ საშუალება სასამართლოს, გადაწყვიტოს ლეგალური საკითხები, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თემის კომენტირებისას.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონის უზენაესობას სრულად სცენ პატივი. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კანონის უზენაესობაა.
„პრემიერ-მინისტრმა მითხრა, რომ მთავრობა გააგრძელებს ინკლუზიურ დიალოგს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მე მივესალმები ამას. მან ასევე გაუსვა ხაზი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას”- აღნიშნა ნატო-ს გენმდივანმა.
საუბრისას სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ თავისუფალი მედია და სიტყვის თავისუფლება ღია დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია და თავისუფალი მედია დემოკრატიული საზოგადოების ნაწილია.