იენს სტოლტენბერგმა ქართველ ჯარისკაცებს გერმანიის საკონსულოს დაცვის დროს გამოჩენილი მამაცობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა

იენს სტოლტენბერგმა ქართველ ჯარისკაცებს გერმანიის საკონსულოს დაცვის დროს გამოჩენილი მამაცობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა.

"მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს და მის სამხედროებს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ავღანეთის მტკიცე მხარადაჭერის მისიაში მონაწილეობისთვის, თავდასხმის დროს გერმანიის საკონსულოს დაცვის დროს მათი სწრაფი რეაგირებისთვის ავღანეთში თავდასხმისას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ქართველი სამხედროები საკონსულოს დაცვის დროს მოქმედებდნენ მამაცად და პროფესიონალურად.

„ვიცი, რომ ერთი ადამიანი დაშავდა, მსხვერპლი არ ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეაქვს საქართველოს ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებაში წვლილი და ადასტურებს თქვენი სამხედროების მნიშვნელოვან როლსა და პროფესიონალიზმს ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.