საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-საქართველოს ძლიერ პარტნიორობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-საქართველოს ძლიერ პარტნიორობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-საქართველოს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარდა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს.

„ვფიქრობ, რომ თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში განვავითარეთ, ასევე მეგობრობასა და თანამშრომლობას, რომელიც მე და თქვენ განვავითარეთ წლების განმავლობაში სხვდასხვა ფორმატის შეხვედრებზე ბრიუსელსა და თბილისში. უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს და მის სამხედროებს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ავღანეთის მტკიცე მხარადაჭერის მისიაში მონაწილეობისთვის, თავდასხმის დროს გერმანიის საკონსულოს დაცვის დროს მათი სწრაფი რეაგირებისთვის ავღანეთში თავდასხმისას. ქართველი სამხედროები საკონსულოს დაცვის დროს მოქმედებდნენ მამაცად და პროფესიონალურად. ვიცი, რომ ერთი ადამიანი დაშავდა, მსხვერპლი არ ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეაქვს საქართველოს ჩვენს ერთობლივ უსაფრთხოებაში წვლილი და ადასტურებს თქვენი სამხედროების მნიშვნელოვან როლსა და პროფესიონალიზმს ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.