ვაფა გულუზადე - აზერბაიჯანმა და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მტერმა ჩვენ ურთიერთობაში ერთი ნაპრალიც კი ვერ იპოვოს

ვაფა გულუზადე - აზერბაიჯანმა და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მტერმა ჩვენ ურთიერთობაში ერთი ნაპრალიც კი ვერ იპოვოს

 

გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აზერბაიჯან-საქართველოს შორის სადავო საკითხების გადაჭრის გზებზე "ინტერპრესნიუსი" აღმოსავლეთმცოდნეს, პოლიტოლოგს, ირანში აზერბაიჯანის ყოფილ ელჩსა და მრავალი წლების განმავლობაში საერთაშორისო საკითხებში ჰეიდარ ალიევის მრჩეველს, ვაფა გალუზადეს ესაუბრა. 

ბატონო ვაფა, როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ხდება? მხედველობაში მაქვს ის, რომ მომლოცველები და ტურისტები საეკლესიო დღესასწულის აღსანიშნავად არ შეუშვეს გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილში, რომელიც ყოველთვის საქართველოს ეკუთვნოდა. . . 
- მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ორი მეგობრული სახელმწიფოა, რომლებსაც საერთო სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მიზნები აქვთ. პრინციპში, საქართველოს აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არასოდეს არ წაუყენებია. სასაზღვარო ზოლში გარკვეული გაუგებრობები ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ორი მეზობელი ქვეყნის უმაღლესი პირების ურთიერთბების დონეზე წყდებოდა. რაც შეეხება საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნას, არა მგონია, რომ ამგვარი დღესასწაულების აღსანიშნავად თუნდაც ჩვენ ტერიტორიაზე თქვენს საეკლესიო პირებს პრობლემები ჰქონდეთ. 

საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილში არ შეუშვეს მომლოცველები და ტურისტები, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც საქართველოს ტერიტორია იყო . . . 
- არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს უთანხმოებები ვიღაცის ინტერესში იყოს და ამისთვის ვიღაცეებს უბიძგებენ კიდეც. არც აზერბაიჯანისა და არც საქართველოს ინტერესებში არ შედის ამ საკითხზე უთანხმოებები. თქვენს საეკლესიო პირებს ჩვენ ტერიტორიაზე საეკლესიო დღესასწაულების ჩატარების პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. თუ პრობლემა იმაშია, თუ ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია, მაშინ მხარეებმა ეს თემა შეიძლება მშვიდ ვითარებაში, მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაწყვიტონ. 

თუ სადავო ტერიტორიები საბჭოთა დროსაც აზერბაიჯანს ეკუთნოდა, უნდა გვესმოდეს, რომ საზღვრების გადახედვა შეუძლებელია და საბჭოთა საზღვრები ძალაში რჩება. მიმაჩნია, რომ ამ თემაზე ხმაურის ატეხვა არ ღირს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გვერდით გვყავს რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ტერიტორიები. ჩვენ მტერ დამატებითი საბაბის მიღების საშუალება არ უნდა მივცეთ, ჩვენს შორის არსებულ პრობლემებზე მშვიდად და წყნარად ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ კიდეც. 

რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტ ალიევსა და პრეზიდენტ სააკაშვილს ერთმანეთთან სატელეფონო კავშირზე ყოფნის პრობლემა არა აქვთ. ყველაზე გონივრული ახლა ამ თემაზე არა ზედმეტი ხმაურის ატეხვა, არამედ ერთმანეთში საუბარი იქნებოდა.
- იმის გათვალისწინებით, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია, ქართული მხარე აზერბაიჯანულს კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიებთან ახლოს მდებარე საძოვრებსაც კი სთავაზობდა, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ოფიციალურმა ბაქომ ამგვარ შეთანხმებაზე უარი თქვა. თქვენი აზრით, იმისთვის, რომ გარეჯის კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიას ეკუთნოდეს, ტერიტორიების გაცვლის პერსპექტივა რამდენად რეალურია? 
- ახლა რეგიონში ვითარება იმგვარია, რომ საზღვრების ნებაყოფილობით საფუძველზე გადაცემა ანაც ამ თემაზე მოლაპარაკებების წარმოება კონტრპროდუქტიული იქნება და ჩვენ წინააღმდეგ იმუშავებს. რეგიონში იგრძნობა რუსეთის ჩარევა. ამის კარგი მაგალითია რუსეთის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები. ახლა საჭიროა მშვიდობიანად ცხოვრება და შუასაუკენეების კატეგორიების აზროვნებაზე უარის თქმა. შუასაუკუნეებისა და დღევანდელი ევროპა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვევდება. დღევანდელ ევროპაში აღარ არსებობს საზღვრები. ფრანგებს ისევე შეუძლიათ იცხოვრონ გერმანიაში, სადაც მოისურვებენ, როგორც გერმანელებს - საფრანგეთში. და ეს მაშინ, როცა ეს ქვეყნები ელზასისა და ლოტარინგიის გამო ერთმანეთს მთელი ცხოვრება ებრძოდნენ. 

საქართველო და აზერბაიჯანი ერთ სივრცეა. ორივე ხალხებმა უნდა იცხოვრონ მშვიდობასა და მეგობრობაში. უპრობლემოდ უნდა აღნიშნონ თავთავიანთი დღესასწავლები იქ, სადაც უნდათ და როგორადაც უნდათ. საჭიაროა არა დღევანდელი, არამედ ხვალინდელი დღის კატეგორიებით აზროვნება. ისტორიაში ფეოდალური პერიოდი კარგა ხანია, დასრულებულია. 

აზერბაიჯანმა და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მტერმა ჩვენ ურთიერთობაში ერთი ნაპრალიც კი ვერ იპოვოს. ეს არის ის, რისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ. 

- თქვენი აზრით, არის იმის ალბათობა, რომ გარეჯის ინციდენტი ჩვენი ქვეყნების გარედან იყოს ინსპირირებული? 
- დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ საკითხებს ვიღაც გარედან პროვოცირებას უკეთებს. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ქვეყნების არაკეთილმოსურნეს აზერბაიჯანის ძალოვან სტრუქტურებში ჰქონდეს გავლენა. არა მგონია, პრეზიდენტი ილხამ ალიევი საქმის კურსში ყოფილიყო ანაც მისი მითითებით დაიკავეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პოზიციები გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან. არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროვოკაციები ჩვენს ჩრდილოელი მეზობლს უკავშირდებიოდეს. ამიტომ, ჩვენ კავკასიაში რუსეთის ნებისმიერი მოქმედებების მიმართ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ.