წყალდიდობის ნაციონალური შედეგები: გამგებლის მოადგილე მუშტებს ატრიალებს, სლოვენიიდან მილანში გადაფრენილი სააკაშვილი კი მონტე ნაპოლიზე

წყალდიდობის ნაციონალური შედეგები: გამგებლის მოადგილე მუშტებს ატრიალებს, სლოვენიიდან მილანში გადაფრენილი სააკაშვილი კი მონტე ნაპოლიზე "შოპინგობს"?(VIDEO)

"გამგებლის მოადგილემ ორი ადამიანი სცემა. გასაგებია, რომ რომ ოქტომბერი ახლოვდება და ხელისუფლება სულ უფრო იძაბება, მაგრამ ეს ფაქტი წყალდიდობის გამო მოხდა და არჩევნების, თუმცა კი მოსახლეობას კიდევ ერთხელ დაანახა ნაციონალების ნამდვილი სახე. 14 მაისს ორთაჭალაში სტიქიისგან დაზარალებულებთან შეხვედრისას ნაციონალების მხრიდან ისეთი ჩხუბი და გინება იყო, ყურო ნუ გაიგონებო. ინციდენტი შუადღისას მოხდა, როცა მოსახლეობასთან კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ზურაბ აბაშიძე და ორგანიზაციის წევრები მივიდნენ ზარალის სანახავად. მოსახლეობამ ყოველგვარი რევერანსების გარეშე უკმაყოფილება გამოთხვა იმის გამო, რომ არავითარი პრევენციის ზომები არ ყოფილა მიღებული უბედურების თავიდან ასაცილებლად. ამაზე გაზდელიანი ისე გაბრაზდა, რომ ისანი სამგორის გამგეობის წევრი ტატო გალდავა გვერდით გაიყვანა და მთელის ძალით მუშტი ჩასცხო - ამის შემდეგ ვინ ვის ურტყამდა, ძნელი გასაგები იყო", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა დეტალებს უყვებიან "ალიას" გამგებლის მოადგილისა და მოსახლეობის ჩხუბის შესახებ?! (VIDEO)

"მე ვიყავი ჩასული ორთაჭალაში ვითარების შესასწავლად როგორც საკრებულოს წევრი და როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი. მაინტერესებდა, რა ზიანი მიადგა მოსახლეობას და რა სამუშაოები ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან. არავინ აპირებს ამ თემით სპეკულირებას - პირდაპირ გეტყვით, სტიქიისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ იქ რაც მოხდა, ეს არის სერიოზული საკითხი: იქ არის ტბა, რომელიც კრწანისში მდებარეობს და რომელიც კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის სააკაშვილთან ერთად. არ იყო კოლექტორი მოწესრიგებული, წამოვიდა ნიაღვარი და დააზიანა ხალხი, უბედურება დატრიალდა, რამდენიმე გარდაიცვალა, სახლს სახლები გაუნადგურდა და გვაინტერესებდა, რას აკეთებს მერია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.

"რა თქმა უნდა, ჩვენმა მისვლამ გაზდელიანი გააღიზიანა და გადავიდა შეურაცხყოფაზე, ის თურმე თავის საქმეს აკეთებდა, ჩვენ ხელს ვუშლიდით და გამეტებით დაარტყა ჩვენს წარმომადგენელ გალადავას. ამ დროს გალდავა იქ ცხოვრობს, მისი უბანია და მან ჩაგვიყვანა, რომ მისი და მეზობლების სახლები გვენახა. რომ მივედით, ხალხს გაუხარდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. ხალხი შეეკამათა გაზდელიანს და მოსთხოვა პასუხი, პრეზიდენტი სლოვენიაში რატომ წავიდა, როცა გარდაცვლილების სამძიმარზე უნდა ყოფილიყოო. ამან გააღიზიანა ხელისუფლება. ზოგადად, ოპოზიციის გამოჩენა მათ ძალიან აღელვებთ და აღიზიანებთ და და მოხდა ის, რაც მოხდა", - დასძენს რესპონდენტი.

"ძალიან დიდი სტრესი მიიღო ამ ხალხმა. თავისი არ ეყოფოდათ? გუშინ იცოდნენ, რომ ღმერთმა გადაარჩინათ და არ დაიღუპნენ და გაცნობიერება დღეს დაიწყეს: სახლი აღარ აქვთ, კარი აღარ აქვთ, არაფერი აღარ აქვთ და ძალიან სტრესული იყო მათთვის ეს ყველაფერი... მათ სურთ ტანადგომა, რა მნიშვნელობა აქვს სად ხარ, ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში. თურმე ხელისუფლებასთან პრეტენზია არ უნდა გამოვთქვათ, თურმე ყველაფერს ისედაც გვიკეთებენ", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე და შეკითხვას - "ტატო გალდავა ძლიერ დაზიანდა? თუ აპირებთ ჩივილს?" - პასუხობს:

"დაზიანდა. წესით, საქმე უნდა აღიძრას, მაგრამ ამის მოთხოვნა, ხომ ხვდებით, აბსურდია. ხალხს ხოცავენ და მაგაზე პასუხი არ არსებობს. უბრალოდ, გვაინტერესებს, ასეთი დაავადებული ადამიანები რატომ ინიშნებიან თანამდებობებზე, მეტი არაფერი".

"ეს სკანდალური ფოტოები (ფოტორეპორტაჟი 8 ფოტოსგან შედგება) "ალიას" ორშაბათს საღამოს ექსკლუზიურად მიაწოდეს. დიახ, ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ორშაბათს ორთაჭალაში 5 ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვიდან ერთი დღის შემდეგ, მილანის ცენტრში, მონტე ნაპოლიზე "შოპინგობს". მილანში სააკაშვილი სლოვენიიდან ჩაფრინდა - მოგეხსენებათ, ის სლოვენიაში კვირას საქართველოს 17 წლამდე ნაკრების საფეხბურთო მატჩს დაესწო. როგორც ჩანს, მომხდარი სტიქიური უბედურებით, 5 ადამიანის დაღუპვითა და შემდეგ საფეხბურთო მატჩის წაგებით "მიღებული დეპრესიის" გაქარწყლება საქართველოს პრეზიდენტმა მილანში სტუმრობითა და "შოპინგით" გადაწყვიტა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ექსკლუზიური ფოტოები! / 5 ადამიანის დაღუპვიდან მეორე დღეს სააკაშვილი მილანში "შოპინგობდა"

"დიახ, ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც წინასაარჩევნოდ ტელეკამერების წინ გაჭირვებული მოხუცების ნახვაზე ცრემლის სდის. ეს ის სააკაშვილია, რომელმაც თავისივე მინისტრებს შენიშვნა მისცა, ფუფუნების დრო არ არის, როცა თითოეული ქართველი დღეში ორ დოლარზე ცხოვრობსო! ფუფუნება, კარგი ცხოვრება და შოპინგი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არა იმ დროს, როცა შენს ქვეყანაში სულ რაღაც ერთი დღის წინ სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი და უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და შენ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ! როგორც ჩანს სააკაშვილმა რეალობის შეგრძნებასთან ერთად დროც დაკარგა - ალბათ ამიტომ გადაწყვიტა მილანში გადაფრენა და საათის შეძენა. ალბათ, იმ საათის სანაცვლოდ, სამეგრელოში 2004 წელს აფხაზეთიდან დევნილ გენო ჯობავას რომ აჩუქა და "საათის გაჩერებამდე" აფხაზეთში დაბრუნებად დაპირდა..." აღნიშნავს გამოცემა.