"სააგენტო "ჯეონიუსის" ცნობით, "მეცხრე არხის" ხელმღვანელობასა და ჟურნალისტებს შორის უკმაყოფილებები დაიწყო. ამავე სააგენტოს ინფორმაციიტ, უთანხმოება მოხდა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხელმძღვანელ მანან კობახიძესა და "მეცხრე არხის" უფროსობას შორის. არხის გენერალური დირექტორი კახა ბექაური სააგენტოს ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბექაური აცხადებს, რომ "მეცხრე არხზე" პრობლემები არ არის"
"რეალურად, რასაც ეს სააგენტო წერს აბსოლუტური სისულელეა. არანაირი უკმაყოფილება არ მომხდარა. ყველამ იცის, რომ ჩვენ სრულყოვილი ფორმატით ვერ ვმაუწყებლობთ და საცდელი მაუწყებლობა გვაქვს. ქალბატონმა მანანამ ჩვენს ჟურნალისტთან ორი კომენტარი გააკეთა - ერთი "ქრისტიან-დემოკრატებზე" და ლეიბორისტებზე, მეორე კი ბურჯანაძესა და მის მეუღლეზე. ეს კომენტარები ტელევიზიაში მთავარ გამოშვებამდე 5 წუთით ადრე მივიდა, ამიტომაც ეთერში მათი მხოლოდ ნაწილი გავიდა. მეორე დღეს კი უკვე ორივე კომენტარი იყო იყო გასული. ამიტომ ქალბატონ მანანას უკმაყოფილებიშ სესახებ არაფერი მსმენია. ამ თემაზე არც ჟურნალისტებთან და მით უმეტეს ჩემთან უკმაყოფილება არ გამოთქმულა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა ბექაური. "რაც შეეხება გოგი ახალკაცის გადაცემას, გოგის 40 გრადუსი აქვს სიცხე, შესაბამისად გადაცემას ვერ წაიყვანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. დღეს მოიკრიბა ძალები, მიუხედავად იმისა, რომ ისევ ცუდადაა და დაჯდება ეთერში. შესაბამისად, ნახავს მაყურებელი რა მდგომარეობაშია, დღესაც - 39 აქვს სიცხე და ისე უნდა წაიყვანოს გადაცემა, რომ კიდევ არ ჩავარდეს ეთერი. ერთი გადაცემის ჩაგდებაზე ჭორების აგორება არ არის გამართლებული. "ჯეონიუსზე" გასული კომენტარი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესახებ აბსოლუტური სისულელეა - პირიქით, ძალიან კარგი განწყობაა ჟურნალისტებში და ყველა მაქსიმალურ თავისუფლებას გრძნობს. თუ ასეთი ინფორმაცია ვინმეს აქვს, მაშინ დადოს სახელები და გვარები. ამას იმ მარტივი მიზეზების გამო ვერ გააკეთებენ, რომ "მეცხრე არხის" ჟურნალისტებს ეს პრობლემა არ აქვთ", - დასძენს კახა ბექაური და შეკითხვას - "ფაქტია. რომ "მეცხრე არხს" აფინანსებს ივანიშვილი. მას შემდეგ, რაც არხი ეთერში გავიდა, თუ შეხვდით ივანიშვილს და როგორია მისი შეფასება, ჰქონდა თუ არა რამე შენიშვნები?" - პასუხობს: "კონკრეტულად ამ საკითხებზე არ გვისაუბრია, მაგრამ შეხვედრა შედგა. თუმცა პირად საუბრებზე არ მივიჩნევთ საჭიროდ საუბარს". |