_ ქართველ კლასიკოსთა შემოქმედების სწავლას განათლების მესვეურები მოსწავლეებს აღარ ავალდებულებენ. ამის ნამდვილ მიზეზს არავინ ამბობს, მაგრამ ფაქტია: ხელისუფლება ყველაფერ ეროვნულს ებრძვის და უნდა, რომ კოსმოპოლიტური აზროვნებისა და ახალი მსოფლმხეველობის ადამიანი გამოიყვანოს. განათლების სამინისტროს აზრით, ქართული ლიტერატურა საატესტატო გამოცდებზე ბარდება და ამიტომ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მისი ჩაბარება, თურმე, საჭირო აღარაა... თუკი ესენი ხელისუფლებაში ისევ დარჩნენ, თავიანთ მიზნებს ბოლომდე განახორციელებენ!
_ რას გულისხმობთ?
_ მაშინ, როცა კონსტიტუციით, სახელმწიფო ენა ქართულია, მასწავლებლებს გამოცდას უწყობ და ინგლისურს აბარებინებენ, ანუ უცხო ენის ცოდნას სავალდებულოს ხდი, ეს მართებულია? თუკი ხელისუფლებამ ამ იდეოლოგიის გატარება გააგრძელა, აღარც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ სახელმწიფო ენად ინგლისური გამოაცხადოს!
_ ქალბატონო მანანა, რა ამის პასუხია და, გარკვეული აჟიოტაჟი პირველკლასელთა ე.წ. ელექტორნულ რეგისტრაციასაც მოჰყვა...
_ ამ ფორმით პირველკლასელთა რეგისტრაცია დაუშვებელია, რადგან ზოგადი განათლების კანონის მე-7 მუხლში, რომელიც სახელმწიფო-საგანმანათლებლო პოლიტიკას ეხება, წერია, რომ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ეს კონსტიტუციური და საერთაშორისო ნორმაცაა. განათლების ხელმისაწვდომობის მთავარი ნიშანი კი ისაა, რომ სასწავლო დაწესებულება მოსწავლის სახლთან ახლოს მდებარეობდეს. ამ დანაშაულებრივი რეგისტრაციის შემოღებით კი, ანტიკონტიტუციური და კანონსაწინააღმდეგო სამართლის ნორმები დააკანონდა. გასულმა წელმა ხომ აჩვენა, ამ რეგისტრაციას რა შედეგიც მოჰყვა? _ უამრავი მოსწავლე სახლთან ახლომდებარე სკოლის მიღმა აღმოჩნდა. ამის გამო ბავშვები იჩაგრებიან, რადგან სიარული მოშორებით მდებარე სკოლებში უწევთ. საკმარისია, ერთმა მშობელმაც კი შეიტანოს სარჩელი სასამართლოში და ამას რეაქცია აუცილებლად მოჰყვება.
სხვათა შორის, ყველას ისეთ სკოლაში უნდა სწავლა, რომელმაც 9 ვარსკვლავი მიიღო და დღე-დღეზე მეათე ვარსკვლავს ელოდება. ხელისუფლებამ კანონში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 10-ვარსკვლავიან სკოლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი გამოცდას აღარ ჩაატარებს. ასეთ სკოლებზე მოთხოვნა ამიტომაცაა, მაგრამ ეს საზოგადოების კასტებად დაყოფაა და ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში აზრად არავის მოსვლია. აუცილებელია, რომ საატესტატო გამოცდები ჩატარდეს და კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდებიც აღდგეს, მაგრამ მაღალჩინოსნები შვილებს ისეთ სკოლებში შეიყვანენ, სადაც გამოცდის ჩაბარებით არ შეწუხდებიან და მერე, ასეთი უვიცი ბავშვები უმაღლეს სასწავლებში უპრობლემოდ ჩააბარებენ.
_ ქალბატონო მანანა, მოდით, საზოგადოების კასტებად დაყოფის თემა განვავრცოთ...
_ საზოგადოება ორ _ პარტრონიან და უპატრონო კასტად დაიყო. პატრონიანი კასტის წარმომადგენელი პრივილეგირებული იქნება _ გამოცდებს არ ჩააბარებს და, არასათანადო ცოდნის მიუხედავად, უმაღლეს სასწავლებლებში ჭკვიანი ბავშვის ადგილს დაიკავებს. გარდა ამისა, ე.წ. უპატრონო კასტას მძიმე ტვირთად აწევს სწავლის არაგონივრულად გაზრდილი საფასური, რის გამოც 10 ათას სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს.
_ სხვათა შორის, განათლების მინისტრი საპირისპიროს ირწმუნება, სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფარვა ეტაპობრივად შეუძლიათ და გარკვეული შეღავათებიც არსებობსო...…
_ როგორ გეკადრებათ?! ეს დიდი ხნის წინანდელი ზღაპარია. სწავლის საფასურის გადახდა ნაწილ-ნაწილაც რომ ხდებოდეს, თუ ოჯახს შემოსავალი არ აქვს, როგორ გადაიხდის? ერთ-ერთი სტუდენტი დამიკავშირდა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა და შემომჩივლა, ფულს ვერ ვიხდი და რა ვქნაო? იმის მიუხედავად, რომ ასეთი კატეგორიის სტუდენტს შეღავათები ეკუთვნის, მას თანხას მაინც ახდევინებენ. სულ 1500 ლარი ჰქონია გადასახდელი და მოსთხოვეს, 900 გადაიხადეო. სოციალურად დაუცველ ოჯახს 900 ლარი საიდან ექნება? კანონში ისეთი წინააღმდეგობრივი მუხლებია, რომ უამრავი სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელზე, სხვადადასხვა ბარიერის გამო, შეღავათები არ ვრცელდება. სხვათა შორის, საქართველოში თითქმის ყველა ოჯახი სოციალურად დაუცველია _ უმუშევრობა უკვე 90%-ს აღწევს...
წესით, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდნენ. მაგალითად, საფრანგეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები სწავლის საფასურს არ იხდიან. განათლების რეფორმა სწორი გზით რომ მიდიოდეს, აქაც ასე უნდა იყოს. მართალია, საქართველო ევროპისკენ მიილტვის, მაგრამ ევროპას იმაში, რაც საჭიროა, არ ბაძავს!
ხელისუფლებამ ათასობით საბავშო ბაღი და სკოლა დახურა და ეს იმიტომ გააკეთა, რომ საშუალო სკოლების კურსდამთავრებულთა რიცხვი შემცირდეს. გარდა ამისა, კონკრეტული საგნის საათებიც ტოტალურად შეამცირეს, ანუ იმ სასწავალო საათებით, რაც დატოვეს, ბავშვი ვერ იღებს საფუძვლიან განათლებას. ამიტომ, ვერ აბარებს საატესტატო და, მით უმეტეს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ყველა მშობელს კი, არ აქვს იმის საშუალება, რომ შვილი რვა და მეტ საგანში მოამზადოს. ყველაფერი ეს შეგნებულად კეთდება, რადგნა სკოლის ატესტატი რაც შეიძლება, ნაკლებმა აიღოს.
_ რატომ?
_ ეს პოლიტიკა იმიტომ ტარდება, რომ ხელისუფლების სურვილია, რაც შეიძლება ნაკლებმა ქართველმა ჩააბაროს უმაღლეს სასწავლაბელში. სხვანაირად, ჩვენნაირ ცივილიზებულ ერს მომსახურე ერად ვერ გადააქცევენ! მარტო ის რად ღირს, რომ 20 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ სკოლის ატესტატი ვერ აიღო. 5 ათასი კი, საატესტატო გამოცდებზე ვერ დარეგისტრირდა _ მოსწავლეს არადამაკმაყოფილებელი ნიშანი ერთ საგანშიც რომ ჰქონდეს, გამოცდაზე არ უშვებენ. მათ დიდ ნაწილს, ვისაც ატესტატს მისცემენ, საშუალება არ ჰქონდა, რომ საჭირო საგნებში მომზადებულიყო. შესაბამისად, ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩააბარებს. სააკაშვილის მართვალობის დროს კატასტროფულად იკლო უმაღლესადამთავრებულთა რიცხვმა!
_ ქალბატონო მანანა, “რესტორნებში მოსიარულე” პედაგოგების თემასაც შევეხოთ. მართალია, ამ შეხვედრების დეტალები გასაიდუმლოებულია, მაგრამ აშკარაა, მაღალჩინოსნები მასწავლებლებს წინასაარჩევნო დავალელებს აძლევენ...
_ რესტორნებში პედაგოგებს მხოლოდ ქალაქის მერი კი არა, შს მინისტრიც ხვდება და ამით ხელისუფლება თავის მიერვე მიღებულ კანონს არღვევს. ამიტომაც ასაიდუმლოებს ამ შეხვედრების შინაარს, თუმცა როგორც ვიცი, ხელისუფლების წარმომადგნელები მასწავლებლებს საარჩევნო ადმინისტრაციაში რთავენ. ამასთან, არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ, ხელფასის მომატებას ჰპირდებიან და ასე დატრეინინგებული მასწავალებლებს “ნაციონალური პარტიის” აგიტატორებად გამოიყენებენ. გეკითხებით, არაა ეს გენიოსური სვლა? ჟვანიამ და სააკაშვილმა ადრეც იცოდნენ, რომ ასეთი ნაბიჯის გადადმა არჩევენებში წარმატებას მოუტანდათ და ამიტომ, განათლების სისტემას თანდათან იპყრობდნენ და ხელისუფლებაშიც მოვიდნენ.
საერთოდ, განათლების სისტემის გარეშე ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში ვერ მოდის. ყველა პოლიტიკურ ძალას სამოქმედო პროგრამაში დიდი დოზით უნდა ჰქონდეს გაწერილი, თუ როგორ უნდა იურთიერთობოს განათლების სისტემასთან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ნებისმიერი ქვეყანაში ყველაზე დიდი და ორგანიზებული მასა სწორედ განათლების სიტემაშია თავმოყრილი. ესაა ოთხი საფუხური: სკოლამდელი აღზრდა, სკოლა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები და როგორ შეიძლება, ამ მასას გვერდი აუარო და ხელისუფლებაში ისე მოხვიდე? ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორ ტარდება აშშ-ში წინაასარჩევნო კამპანია _ ამერიკელებიც გათვლას განათლების სისტემაში მომუშავე ორგანიზაციებსა და უფლედამაცველებზე აკეთებენ. პედაგოგები მხოლოდ გონებრივი მონაცემებით კი არა, ავტორიტეტიტაც გამოირჩევიან _ მასწავლებელი მშობლებს რომ სთხოვს, დამეხმარეთო, უარს არ ეტყვიან. სხვათა შორის, “ლეიბორისტული პარტია” რომ შეიქმნა, მაშინ “პედაგოგთა ღირსების დაცვის ასოციაციაში” 20-28 ათასი პედაგოგი იყო გაწევრიანებული და ამ ორგანიზაციასთან აქტიურად ვთანამშრომლობდით. ამიტომ, 1998 წელს, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროს, ყველა დიდ ქალაქში _ ქუთაისში, რუსთავსა და თელავში პირველ ადგილზე “ლეიბორისტული პარტია” გავიდა და ეს პირველი ადგილი პედაგოგების მხარდამჭერამ განსაზღვრა. როცა მიშა სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, მეც იქ ვმუშაობდი და ისეთი ხალხის მისამართები გამომართვა, ვისაც გავლენა განათლების სისტემაში ჰქონდა. მერე, მათთან სახლშიც კი დადიოდა და ეხვეწებოდა, დამეხმარეთ არჩვენებშიო. სააკაშვილი ამ გამოცდილების გამოყენებას, რასაკვირველია, კიდევ აპირებს!..