"ჩემს მეუღლეს მისმა უფროსმა აგრძნობინა, არ მინდა შენი გაშვება, მაგრამ ისინი "მაწვებიანო".

 

"გიდასტურებთ, რომ ჩემი მეუღლე პაატა თუშურაშვილი გაათავისუფლეს და ამაზე ვრცლად საუბარსაც ვაპირებ. ჩემი მეუღლე მუშაობდა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში და იყო ქიმიურ-ნარკოლოგიური დეპარტამენტის უფროსი. იქ სამი წელი დაჰყო, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. მერე თვითონ ამ დეპარტამენტში გამოიცვალა უფროსი. ახლა იქ უფროსი გიორგი ხიზანიშვილია, მან ჩემი მეუღლე დააწინაურა დ ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხევა, სამსახურში რამე პრობლემა შექმნოდეს, რამე ისე არ გაეკეთებინოს, როგორც საჭიროა. მეუღლის პოზიიიდან კი შემიძლია გითხრათ, რომ დილიდან დაღამებამდე მუშაობდა", - აცხადებს "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჩემს მეუღლეს მისმა უფროსმა აგრძნობინა, არ მინდა შენი გაშვება, მაგრამ ისინი "მაწვებიანო".

"ეს არანაირად არ ყოფილა ტექნიკური მიზეზი. თქვენც გესმით, ბიოქიმია ისევე ახლოსაა პოლიტკიასტან, როგორც, არც კი ვიცი, რას შევადარო. მას არასდროს არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია, პოლიტიკაზე არასდროს უსაუბრია. მხოლოდ სამეცნიერო მოვალეობების შესრულება უხდებოდა სამსახურში. ჩემი მეუღლე კარგად რომ მუშაობდა და მისით კმაყოფილები იყვნენ, იმაშიც გამოიხატება, ბოლო თვეშიც კი, აპრილში, პრემია მიიღო. პირველად პრობლემა შეექმნა მაშინ, როიცა აქტიურად დავიწყე ეკრანზე გამოჩენა. მე 26 დეკემბრიდან ვარ კოალიციაში. 7 თებერვალს დავინიშნე პრესსპიკერად. სწორედ ამ პერიოდიდან, როცა უკვე ძალიან ხშირად გამოვჩნდი ტელევიზორში და ყველამ გაიგო, სად ვარ, ამის მერე მის უფროსთან რამდენჯერმე არა პირდაპირი, თუმცა ირიბი საუბარი ჰქონდა იმის თაიბაზე, რომ მის უფროსზე ახორციელებენ ზეწოლას. . მისმა უფროსმა, ხიზანიშვილმა, თქვა, რომ არ იცოდა, ამ სიტუაციას რამდენ ხანს გაუძლებდა და რამდენ ხანს შეუნარჩუნებდა ჩემს მეუღლეს ამ თანამდებობას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ფანჯიკიძე.

"აქედან, ჯერ ერთი იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ მისმა უფროსმა კარგად იცოდა ჩემი მეუღლის ფასი. ისიც იცოდა, რომ მან აბსოლუტურად არაფრისგან შექმნა სრულიად თანამედროვე ლაპორატორია, რომლის მსგავსი ევროპაში, თუ არ ვცდები 70-ია. ჩემი მეუღლის ლაბორატორია კი საუკეთესო ხუთეულშიც კი მოხვდა. დიახ, აქ ბევრი რამ აბსოლუტურად ალოგიკურია, ისიც, რომ დეკემბრიდან იწყება ზეწოლა და აპრილში ჩემი მეუღლე იღებს პრემიას. თუკი არსებობდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩემი საქმიანობის გამო იგი უნდა გაეთავისუფლებინათ, ცოტა უფრო ჭკვიანურად უნდა მოქცეულიყვნენ, მაგრამ როცა კაცს აძლევ პრემიას ყოველ თვეში და უშვებ მივლინებაში საზღვარგარეთ, უკვე მოქმედების მოტივიც გაუგებარია. ბოლოს თავის უფროსთან ერთად იყო პრაღაში, სადაც მოლაპარაკებები, მგონი, ამერიკულ ფირმასთან ჰქონდათ. მოკლედ, მისმა ყფროსმა აგრძნობინა, არ მინდა შენი გაშვება, მაგრამ ისინი "მაწვებიანო", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ნამდვილად არ ვიცი, ვინ თხოვდა ხიზანიშვილს ჩემი მეუღლის გაშვებას. მოკლედ, პაატას 27 აპრილს უთხრა ბიუროს ხელმძღვანელმა, პირველი მაისიდან უნდა გაგიშვაო. კი ბატონოო, თქვა ჩემმა მეუღლემ. კვირას ქორწილში ვიყავით, უცებ დაურეკეს სამსახურიდან, არიქა, გვიშველე, რაღაცას ვერ ვაკეთებთო. გაიქცა კაცი, 2 საათში საქმე მოუგვარა და დაბრუნდა. ამის მერე ორშაბათს სამსახურში მივიდა და კადრების განყოფილებამ დაახვედრა განცხადება, ხელი მოაწერე და შენი ნებით წადიო. არ მოაწერა, მერე თხოვნის მეორე ტალღა წამოვიდა და მეორე დღეს, სამშაბათს, როცა სამსახურში ჩვეულებრივ მივიდა, უთხრეს, აგერაა ბრძანებაო. ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ ეწერა - "გათავისუფლებულია მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო". 1 მაისის შემდეგ უფროსი აღარც უნახავს. იცით რა, ზეწოლა მაინც არ გამოუვათ ამ საწყლებს, შეშინებულებს!" - მიიჩნევს მაია ფანჯიკიძე.

"ჩვენ ვაპირებთ ჩივილს, რასაკვირველია. ჩემს მიუღლეს უკვე ჰქონდა შეხვედრა ადვოკატთან. ვინც საქმეს აქ ვერ აკეთებს, ის მივლინებაში გააკეთებს. ჰოდა სამივლინებო ხარჯები, გასვლები, ყველაფერი დოკუმენტურად დადასტურებულია და მათ თავს ვუყრით. 2 მაისს ბანკშიც იყო და ასევე აიო ამონაწერი, სადაც დაფისირებულია მისი პრემიები, როდის როგორ მიიღო. ვაპირებთ ყველა კანონიერი საშუალების გამოყენებას. კოალიციამ უკვე გაუგზავნა დიპლომატიურ კორპუსს ეს საქმე, როგორც პოლიტიკური ზეწოლის კიდევ ერთი მაგალითის აღწერა", - დასძენს რსპონდენტი და შეკითხვას - "ისე თქვენი მეუღლე, შემთხვევით კოალიციაში კარიერის გაგრძელებაზე ხომ არ ფიქრობს?

"არა, ეგ გამორიცხულია. მას ლომონოსოვის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ბიოქიმიკოსია, ბიოქიმიური დეპარტამენტის უფროსი და სამედიცინო უნივერსიტეტში სრული პროფესორი, სადაც ლექციებს კითხულობს. მთლად უსამსახუროდ კი არ დარჩენილა. იმედი მაქვს, სამედიცინო უნივერსიტეტშიც იგივე არ მოხდება, რაც ამ ბიუროში მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით სამედიცინოში არავითარი მესიჯები არ ყოფილა. პაატა არ არის 20 წლის ბიჭი, რომელიც ახლა იწყებს კარიერას. 52 წლის კაცია, რომელსაც ყველგან ძალიან კარგი სახელი აქვს, კარგად აკეთებს თავის საქმეს და მე ამაზე საუბრის არ მრცხვენია!"