“ნაციონალთა” 120-ათასიანი “მწვანე კორუფცია” და ონკოლოგიური ეპიდემია ზესტაფონში

“ნაციონალთა” 120-ათასიანი “მწვანე კორუფცია” და ონკოლოგიური ეპიდემია ზესტაფონში

თბილისში გამწვანებულ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდი ვითარება ცენტრალურ უბნებშია. “მართალია, ხელისუფლება 10 ხეს რგავს, მაგრამ სამაგიეროდ, ასს ჭრის,” - ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას “ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე:


- ხის დარგვა კარგია, მაგრამ თუ არ მოუარე და გაახმე, მაშინ დარგვას რა აზრი აქვს? ახლადდარგული ხეების 70%-ი უკვე გამხმარია. ასეთი მდგომარეობაა აღმაშენებლის ხეივანში, გლდანში, თბილისის ზღვაზე. ასე რომ, ხელისუფლების გამწვანებაზე ზრუნვა მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მეტი არაფერი! ადრე გარემოს დაცვის ინსპექციას ჰქონდა მაკონტროლებელი ფუნქცია და მას, ვინც ხეს უკანონოდ მოჭრიდა, აჯარიმებდა. ახლა კი, ამ მხრივ სრული განუკითხაობაა.

დღეს ხის მოჭრაზე ნებართვას ვინ გასცემს?
- თბილისის მერია, რომელიც ხეების მასიურ ჭრას იმით ამართლებს, რომ ხეები ამორტიზირებულია.

ისებატონო ნიკაცოტა გაუგებარიახელისუფლება ერთი ხელით ხეებს ჭრისმეორეთი კირგავს...
- აბა, მანახეთ, ხეები სად დარგო? დეკორატიულ, ანუ პატარა ტანის ხეებს რგავს. როცა ვკითხეთ, ხეებს რატომ ჭრითო, გვიპასუხეს, იმხელა ფესვები აქვთ, რომ კომუნიკაციის სისტემებს ანადგურებენო. იქნებ, ვინმემ მიპასუხოს: უფესვო ხე უნახავს? მოკლედ, საქმე ვანდალიზმთან გვაქვს! ისიც საგანგაშოა, რომ თბილისში ჰაერის ფილტრაცია აღარ ხდება. არადა, თავის დროზე წყნეთის ტყე თუ თბილისის ზღვა ხელოვნურად იმიტომ გაშენდა, რომ ჰაერის ფილტრაცია მომხდარიყო, თუმცა ახლა თბილისის ზღვაც განადგურდა - იქ უკვე დაშვებულია მშნებელობები...

ახლახან ბარათაშვილის ქუჩაზე კიპაროსები “გაჩნდა”, რომელთა დარგვაშიც ქალაქის მერიამ კოლოსალური თანხა გადაიხადა...

- 8 თებერვალს ბარათაშვილის ქუჩაზე დასარგავი ხე-მცენარეების შესყიდვაზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და ამ საქმისთვის 225 ათასი ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერიას განზრახული ჰქონდა, კიპაროსის 120 ცალი ნერგი შეესყიდა. ამასთან, დოკუმენტაციაში კიპაროსის კონკრეტული სახეობაც - სამი მცენარის თანაშეზრდით მიღებული ნერგი - იყო მითითებული. საქართველოში ასეთი მცენარის მიწოდების სურვილი და საშუალება ერთადერთ კომპანიას, შპს “გრინსერვისს” აღმოაჩნდა და ტენდერშიც მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა. სამეწარმეო რეესტრის ინფორმაციით, შპს “გრინსერვისის” მფლობელები ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე არიან. ლაშა ფურცხვანიძე თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელია, კობა ხარშილაძე კი, - ამავე რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე.

თბილისის მერიასა და “გრინსერვისს” შორის ხელშეკრულება 13 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მერიამ კიპაროსის თითო ნერგში “გრინსერვისს” 990, 120-ში კი, 118 800 ლარი გადაუხადა.

 

იმის თქმა გინდათრომ საქმე ელიტურ კორიუფციასთან გვაქვს?

- ასე გამოდის, თორემ როგორ შეიძლება, ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებულ ტენდერებში მუდამ ერთიდაიგივე კომპანია იმარჯვებდეს? 

ბატონო ნიკახეების უმოწყალოდ გაჩეხვა მას შემდეგ დაიწყორაც პარლამენტმა გარემოს დაცვის კანონში შესწორებები შეიტანა.თქვენი აზრითეს ხელისუფლების გამიზნული პოლიტიკაა?

- ხსენებული კანონი ანტიკონსტიტუციურია, რადგან სრულ განუკითხაობას აკანონებს: მხოლოდ ხის მოჭრისთვის კი არა, მდინარეში საწამლავი რომ ჩაღვარო, ან ტყეს ცეცხლი წაუკიდო, პასუხს არავინ მოგთხოვს. თუ ხელისუფლებას ძველი ცოდვების შენიღბვა უნდოდა, ამინისტია გამოეცხადებინა. როცა გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ვიღაცებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რა იცის ხაჩიძემ, ამა თუ იმ პირმა გარემოს დაცვის კუთხით რა დანაშაული ჩაიდინა? ასეთი კანონი მსოფლიოში არ არსებობს. ამიტომ, ბუნებრივია, ვასაჩივრებთ და ვიდრე ეს კანონი არ შეიცვლება, არ გავჩერდებით!

 

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხელისუფლებაზე ზეწოლა რატომ არ მოახდინესრომ ეს დრაკონული კანონი არ მიეღო?

- ეს კანონი 30-მა ადგილობრივმა და ზოგმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო. ამასთან, ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის გადადგომა მოვითხოვეთ. მღელვარება დღემდე არ დამცხრალა და თუ ასე გავაგრძელებთ, ვფიქრობ, ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ ეს კანონი უკან გაიწვიოს.

 

გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახალი ჰესების მშენებლობაც ახდენსამბობენამ მშენებლობებით ხელს მაღალჩინოსნები ითბობენო...
- 2011 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან მივიღეთ ოფიციალური მონაცემები, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ზესტაფონში 1100 ადამიანს ონკოლოგიური დაავადება აქვს და ამაში დამნაშავე ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანაა, რომლის ამჟამინდელმა მფლობელმა, “ჯორჯიან მანგანუმ ლიმითედმა” რამდენჯერმე ზალპური გაშვება (გარემოში მავნე ნივთიერებების ერთჯერადად, დიდი ოდენობით გაფრქვევა) განახორციელა და გარემოსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. გვაქვს საწარმოს მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ამსახველი მტკიცებულება, რომელსაც გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინიტროების შესაბამის სამსახურებს გადავუგზავნით, რომ საწარმოს ადმინისტრაციას პასუხი კანონის სრული სიმკაცრით მოსთხოვონ. ამასთან, თუკი უახლოეს მომავალში საწარმოს ხელმძღვანელობა აირსაწინააღმდეგო ფილტრების დაყენებას არ განახორციელებს, “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

 

სხვათა შორის, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქარხნის ხელმძღვანელობის მიერ შემოტანილია მაროკოს მადანი, რომელსაც სერთიფიკატი არ აქვს, ტყვიის შემცველი და მომწამვლელია. ქარხანაში მომუშავე პერსონალიდან შევიტყვეთ, რომ საღამოობით გაზგამწმენდები ითიშება და გარემოში მავნე ნივთიერებები იფრქვევა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზესტაფონი, წლებია, ეკოლოგიური კატასტროფის ზონაა და ამას ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული სიმსივნური დაავადებებიც მოწმობს, რაც საწარმოს მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევასა და გარემოსათვის მიყენებულ ზიანთან პირდაპირ კავშირშია.

ზესტაფონში, ონკოლოგიურის გარდა, სხვა დაავადებებიცაა გავრცელებული. ამიტომ, ქმედითი ზომების მიღებაა საჭირო. არ გვინდა, რომ საწარმო დაიხუროს - იქ ხალხი მუშაობს და ხელფასით ოჯახებს ინახავს, მაგრამ ქარხანა შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. დაგვპირდნენ, რომ ჩვენი მოთხოვნები 10 მაისამდე შესრულდება. 
ბოლო დროს ადამიანები დიდი რაოდენობით საწვავს მოვიხმართ. ჰაერში გაფრქვეულ ნახშირორჟანგს მზის ენერგია ემატება და იქმნება სათბურის ეფექტი, ანუ დედამიწა დამატებით ტემპერატურას გამოყოფს, რაც გლობალურ დათბობას, ოზონის შრის გაფართოებასა და კიდევ ბევრ სხვა უბედურებას განაპირობებს. ასეთ დროს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ტყეების 49-წლიანი იჯარით გაცემა და დიდი ჰესების მშენებლობის დაწყება დანაშაულის ტოლფასია!