"რუსეთი კავკასიაში გადავიდა "თეთრ რემონტზე", "შავ რემონტს" უკვე მორჩა"

 

"თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რუსული აგრესია კიდევ შეიძლება განხორციელდეს და დასავლეთის მხრიდან მივიღებთ იმავე რეაქციას, რაც იყო 2008 წელს. მაგრამ ეს აღარ მოხდება, რუსეთმა უკვე თავისი მიიღო. რითიც საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებას აშენებს, ეს უკვე მოხდა 2008 წელს და გრძელდება. რუსეთი ყოველდღიურად ახორციელებს იმას, რისი განხორციელებაც უნდოდა და ომი დაიწყო", - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პაატა ზაქარეიშვილი: პუტინს კავკასია სჭირდება და არა სააკაშვილი / რუსეთის რა პროექტს იზიარებენ ნაცმოძრაობა და ქრისტიან-დემოკრატები და რას ნიშნავს მერაბიშვილის განცხადება, რომ პოლიციას მეტი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას.

"ომში სახელმწიფო მარტო გამარჯვებისთვის ხომ არ იბრძვის - რაღაცის მიღწევა უნდა. რუსეთმა მიაღწია იმას, რომ საქართველო ნატო-ში დიდხანს ვერ გაწევრიანდება, ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებული აქვს რუსული ჯარი, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიითვისა, აითვისა, ოკუპაცია განახორციელა და შემდეგ აღიარა ეს ტერიტორიები. რაც უნდოდა გააკეთა. დაამცირა, შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას, აგდებული ჰყავს საქართველოს ხელისუფლება, რასაც უნდა იმას აკადრებს. სააკაშვილი ისე ჰყავს, გინდა თავში წამოარტყამს, გინდა პანღურს ამოარტყამს. სააკაშვილს სხვა სალაპარაკო არაფერი აქვს, გარდა თავისი გენიტალიებისა. თვითონ ხომ იმაიმუნებს თავს და თან ქართველ ხალხსაც ამაიმუნებს. ყველამ კარგად იცის საქართველოში, რომ რუსეთს ტერიტორიები სჭირდება, სამხედრო ბაზები და კავკასიაში გავლენები და არა სააკაშივლი - გინდ ასე და გინდ ისე...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

"რუსეთი გადავიდა სამშვიდობო რელსებზე - მას სჭირდება სოჭში მშვიდობიანად ჩაატაროს ოლიმპიადა, შემდეგ 2019 წელს ჩაატაროს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთის ტერიტორიაზე. მან მიიღო 10 მლრდ ევრო საფრანგეთიდან, რათა ჩრდილოეთ კავკასიაში 5 კურორტი ფეხზე დააყენოს. ჩვენ აგვისტოს ომის შედეგად ევროკავშირმა 4 მლრს ევრო მოგვცა და ეს ფული დღემდე იხარჯება. რუსეთმა კი მხოლიოდ 5 კურორტზე მიიღო 10 მლრდ. რა დროს ომია - ომით რუსეთმა რაც უნდოდა მიიღო, ახლა ეს ყველაფერი უნდა მშვიდობად აქციოს. რუსეთი კავკასიაში გადავიდა "თეთრ რემონტზე", "შავ რემონტს" უკვე მორჩა. ასე რომ ზღაპრებია, რომ რუსეთს ომი სჭირდება. ჩვენთან უნდათ როგორმე ხელისუფლება შეინარჩუნონ და ამიტომ "ქაჯანასავით" გვაშინებენ. ვისაც უნდა, ეშინოდეს, მაგრამ ახლა რუსეთი სულ სხვა რელსებზეა გადასული. რუსეთი უკვე არანაირ პროვოკაციებში აღარ ჩართვება - აქამდე თავად გვიწყობდა პროვოკაციებს და ჩვენ ამ პროვოკაციებში ვერთვებოდით. დღეს ჩვენ რომ მოვუწყოთ პროვოკაციები, რუსეთი არ ჩართვება", - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.

"მერაბიშვილის გამოყვანა ავანსცენაზე იმას ნიშნავს, რომ ძალიან უჭირთ. მასწავლებლებთან შეკრებებზე დაიწყო მერაბიშვილმა სიარული. აშკარად ჩანს, რომ მათ ხალხი არა ყჰავთ. გივი თარგამაძეც გამოიყვანეს, სხვა ვერავინ იპოვეს და ახლა 5-4 ადამიანი ამარა არიან. ეს მეტყველებს ძალიან ღრმა კრიზისზე ნაციონალურ მოძრაობაში. ამის ნათელი მაგალითი იყო ბაციონალური მოძრაობიდან აზერბაიჯანელი და სომეხი დეპუტატი რომ წაეკიდნენ 24 აპრილს, როცა კამათობდნენ, იყო თუ არა გენოციდი. სულ სხვა სახელმწიფოს ინტერესები შემოიტანეს პარლამენტში. აი, რა დონეზე დაეცა და დამცირდა ნაცმოძრაობა, რომ მისი წევრები სხვა ქვეყნების ინტერესებს არჩევენ მათი პარტიის შიგნით და პარლამენტის დარბაზში საჯაროდ. ამ ფონზე იძულებული არიან ისეთი ხალხი ჩართონ პროპაგანდაში როგორიცაა ვანო მერაბიშვილი. თვლიან რომ პოლიციას ავტორიტეტი გააჩნია. ნაცმოძრაობას რომ არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია, ეს ჩანს. მერაბიშვილმა საზოგადოებას შეატყობინა, ხალხო, მე მაინც ვრჩები ხელისუფლებაში, ნუ გეშინიათო. მთავარი არ არის ნაციონალური მოძრაობა, მტავარია პლიცია და ქვეყანაში მართლაც ასე. რეგიონებში პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურების უფროსები არიან მთავარი ფიგურები. ყოველთვის ვამბობდი - საქართველოს არის მოდერნიზებული საბჭოთა კავშირი", - განაგრძობს პაატა ზაქარეიშვილი.

"მერაბიშვილმა ამით თქვა, ნუ გგონიათ ჩვენ ძალა დავკარგეთ, პოლიციას უფრო მეტი ძალა აქვს და მაინც დედას გიტირებთო - ძალიან შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი განცხადება იყო, ამით მერაბიშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში არის პოლიციური რეჟიმი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა რეიტინგი აქვს ნაციონალური მოძრაობას. მნიშვნელობა აქვს, რა რეიტინგი აქვს პოლიციას. პოლიციას კი აქვს დედის ტირების რეჟიმი. მან საშინელი განცხადება გააკეთა, როცა თქვა, ბოლო 4 წელია, პოლიციას ადამიანი არ მოუკლავსო. ჯერ ერთი როგორ არ მოუკლავს და ყველაზე საშინელი ის არის მინისტრი თავხედურად რომ ამბობს, საქართველოში არ გარდაცვლილა არც ერთი მოქალაქე პოლიციის ხელითო ანუ, უნდა გარდაცვლილიყო? ასე გამოუვიდა, მადლობა გვითხარით, რომ არ გკლავთ, დაახლოებით ეს მომენტია. თავად აღიარა, 37 ეჭვმიტანილი იქნა ლიკვიდირებულიო. ეჭვმიტანილის ლიკვიდაციით რომ ტრაბახობს შს მინისტრი, ვერ ყოფილა მისი საქმე კარგად... თუ სტატისტიკა შემცირდა, ჭირისუფლებს აშინებენ და ყიდულობენ, ამიტომ არ ჩანს ეს საშინელი სტატისტიკა", - დასძენს რესპონდენტი.

"რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატების ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს - შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობდნენ და მოქალაქეები იყვნენ ისეთები, როგორიც არის სულეიმანოვი და სამირა ისმაილოვა, არმენიკ მანდურიანი - ვინც წაიკიდნენ. ისმაილოვა არასამთავრობოების წარმომადგენელი იყო და გარედან უტევდა და აზერბაიჯანის ინტერესებს იცავდა, რომ პარლამენტს გაეთვალისწინებინა - ასეთი ადამიანები ევროპაშიც ცხორობენ. არა მგონია, რუსეთმა რომ მოინდომოს, 150 ასეთი ადამიანი ვერ იპოვოს. შეიძლება ამ ადამიანებმა საქართველოს კონსტიტუციის გათვაკლისწინებით შექმნან პარტია აქ, ჩამოვიდნენ, ფული დახარჯონ და შევიდნენ პარლამენტში - ახლა თუ ორი კაცი წაეკიდა ერთმანეთ, მერე რამდენი წაეკიდება და რა ამბავი იქნება ქვეყანაში? ვინც ეს მოიფიქრა - ხელისუფლებამ და ვინც ამაში ხელი შეუწყო - ქრისტიან-დემოკრატებმა, რა თქმა უნდა გაისიგრძეგანონ, რას სთავაზობენ ქართველ საზოგადოებას", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ანუ რუსეთს საქართველოს პარლამენტში საკუთარი ინტერესების გასატარებლად ხელ-ფეხი გაუხსნეს?" - პასუხობს:

"რა თქმა უნდა - ამაზე ორი აზრი არ არსებობს. უკვე მერამდენე რუსული პროექტი განხორციელდება. დაწყებული კოდორში შესვლით, დიმა სანაკოევის პროექტით, ვლადიმერ სანაკოევის ჩამოყვანით, ქურთაში დიმა სანაკოევის ჩასმით, კოკითი ფანდარასტი და ა.შ. - ყველაფერი რუსული პროექტი იყო. ყველა პროვოკაციას წამოვეგეთ, სააკაშვილი გეგმაზომიერად ახორციელებდა კრემლში დაწერილ, როგორც მერაბიშვილმა თავად აღიარა, ეფესბეს გენერალ კომოგოროვის კაბინეტში დაწერილ სცენარებს. 2007 წლის აპრილში მერაბიშვილმა უთხრა ტეფტს, - კომოგოროვმა შემომიტვალა, მას ცხინვალი არ აინტერესებსო. მერე ყველამ ვნახეთ, როგორ არ აინტერესებდა. მერაბიშვილსი კომოგოროვის უფრი სჯეროდა, ვიდრე ტეფტის, რომელიც ეუბნებოდა, ოსებ დაველაპარაკოთ, იქნებ ომი ტავიდნ ავიცილოთო - რა ომოი, კომოგოროვმა მიტხრა, ომი არ იქნებაო... ასე რომ რუსული პოლიტიკაა ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში ნაცმოძრაობა ხელს "ქრისტიან-დემოკრატებს" შეახოცავს".