პეგი მაკალპი, თავის ასმეოთხე დაბადების დღეზე მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. დღეს ის ყველაზე მოხუცი ქალია, რომელსაც ოდესმე პარაპლანით უფრენია.
პეგი ინვალიდის ეტლში ზის, თუმცა ამას მისთვის ხელი სულაც არ შეუშლია. ინსტრუქტორმა პარაპლანზე ის ეტლით მიამაგრა. გაბედულმა მოხუცმა ფრენა 0,73 კილომერტის სიმაღლიდან განახორციელა. დაფრენისას, პეგის მიწაზე ახლობლები, ნათესავები და მეგობრები დახვდნენ. როგორც ჩანს, პეგის ძალიან მოეწონა ფრენა, მან პირობა დადო, რომ თუ გინესის რეკორდსმენთა კომისიის წარმომადგენლები მოვლენ და მის რეკორდს ოფიციალურად დაადასტურებენ, ის მზადაა პარაპლანით ხელმორედ დაეშვას.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ეს პირველი რეკორდი არაა, რომლის დამყარებაც ამ გზით პენსიონერმა ქალებმა სცადეს. 2011 წლის მაჩვენებლებით პარაპლანით დაფრენა 101 წლის ამერიკელმა ბებომ განახორციელა.