ზუსტად მაშინ, როცა ცნობილი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის პარტიის _ “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო” _ სადამფუძნებლო ყრილობა მიმდინარეობდა, თბილისს, სააკაშვილის მოწვევით, ექსტრაორდინალური ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი ეწვია, რომელმაც თავის დროზე ნიუ იორკს ჰორიზონტი შეუცვალა და ახლა ბათუმსა და თბილისსაც იგივეს უპირებს. ივანიშვილის პარტიის მიზანია, ქართველმა ხალხმა მშვიდად, უსაფრთხოდ და ღირსეულად იცხოვროს საქართველოს გეოგრაფიული ჰორიზონტის ფარგლებში, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ივანიშვილი სააკაშვილის ყველაზე გავლენიანი ოპონენტია. ამ ფონზე, ძნელი დასაჯერებელია, რომ ტრამპის თბილისური ვოიაჟი ივანიშვილის პარტიის პირველ ყრილობას, უბრალოდ, დაემთხვევა. ხელისუფლებას, როგორც ჩანს, უნდოდა, რომ ბიზნესმენ ტრამპს ბიზნესმენ ივანიშვილის პოლიტიკური ჰორიზონტი გადაეფარა, მაგრამ პოლიტიკური ჯოკერი ისევ ივანიშვილის ხელშია _ სხვა თუ არაფერი, ტრამპს, “ფორბსის” მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათასეულში, 2,7 მილიარდი დოლარით, 420-ე ადგილი უკავია. ივანიშვილი კი, ამავე რეიტინგში, 6,4 მილიარდით, 153-ე ადგილზეა!.. რაც შეეხება ჰორიზონტს, წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით, იგი არც მეასე სართულიდან იცვლება, არც _ პირველიდან და ყველაფერი, რასაც ექსცენტრიული ტრამპი “დიდი ფულის” შოვნაში ოსტატურად იყენებს, თურმე, ფოკუსი და ილუზიაა. ქართული სიბრძნე ქადაგებს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. ცხადია, ბათუმში “ტრამპთაუერი” შემოდგომამდე ვერ აშენდება, მაგრამ შემოდგომაზე, წესით და კანონით, არჩევნები უნდა ჩატარდეს, რაც ხელისუფლების პოლიტიკური ჰორიზონტს აუცილებლად შეცვალის... ივანიშვილის პოლიტიკურ ჯოკერზე, გატრამპებულ სააკაშვილსა და სხვა აქტუალურ თემებზე “ქართულ სიტყვას” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.
_ ბატონო რამაზ, პრეზიდენტმა ამერიკელი ბიზნესმენი ტრამპი ჩამოიყვანა და, მიუხედავად იმისა,რომ საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ივანიშვილმაკი, ლამის მთელი საქართველო ააშენა და მაშინაც კი, როცა პრეზიდენტის გვერდით იდგა, სააკაშვილსბრწყინვალების ორდენი არ მიუცია. ტრამპის დაჯილდოვებით, სააკაშვილმა ივანიშვილს ხომ არმიანიშნა, მართალია, შენ გადამიდექი, მაგრამ ნახე, ვინ დგას ჩემს გვერდით, თვით დონალდტრამპიო? მოკლედ, რეალურად რა შანსი აქვს “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებასთან ბრძოლაში?
_ ტრამპის ვიზიტი სპექტაკლი იყო. როგორც წესი, კარგ სპექტაკლს აპლოდისმენტებით ხვდებიან, მაგრამ მაყურებელი ამ სპექტაკლსაც ისეთივე ინდეფერენტულობით შეხვდა, როგორც ბევრ წინა სპექტაკლას!
რაც შეეხება “ქართული ოცნების” შანსს, მისი გამარჯვების ძირითადი ფაქტორი ივანიშვილის ავტორიტეტია, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქველმოქმედებით მოიპოვა. ასე რომ, სააკაშვილის მიერ ტრამპის გვერდით დაყენება ივანიშვილის ავტორიტეტს ვერაფერს ავნებს, მით უმეტეს, საზოგადოებამ უკვე გაიგო, თუ რა იმიჯის აქვს მაგ ამერიკელი ბიზნესმენს.
საერთოდ, ივანიშვილის გამარჯვების ფაქტორი თვითონ ხელისუფლებაა, რადგან ხელისუფლებას ხალხში აღარც ავტორიტეტი აქვს და აღარც _ ნდობა. ხელისუფლების პოლიტიკურ აქტივშია ტერიტორიის დაკარგვა, უსამართლო სასამართლო, ტოტალური უმუშევრობა, მოუგვარებელი ჯანდაცვა, კერძო ბიზნესის შევიწროება და ბევრი სხვა მოუგვარებელი საკითხი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და შეცდომების დაშვებას დღესაც აგრძელებს. ამიტომაც, ხალხს უნდა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და სწორედ ესაა ის დიდი ძალა, რომელიც არჩევნებზე ხელისუფლებას დაუპირისპირდება. ხალხს გაცნობიერებული აქვს, რომ “ქართული ოცნება” ერთადერთი დიდი შანსია, რომელიც არსებულ რეალობას შეცვლის.
_ ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა მოქნილი ბერკეტები ოპოზიციასთან საბრძოლველად.შესაბამისად, რატომ გამორიცხავთ, რომ “ქართულ ოცნებას” სწორედ ამ მეთოდებით მოუგოსარჩევნები?
_ ახლაც, როგორც წინათ, ხელისუფლებასთან ბრძოლა რთული, უფრო სწორად, კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე ადრე იყო. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყველა ხერხსა და მეთოდს გამოიყენებს. საერთოდ, პოლიტიკაში მიზნის მისაღწევად ბრძოლის ყველა მეთოდი გამოიყენება, ანუ პოლიტიკაში, როგორც იტყვიან, ბრძოლა წესების გარეშე “მოსულა”, თუმც ამჯერად, ასე ვერ იქნება, რადგან არის ერთი პრობლემა, რომელის მოგვარებასაც ხელისუფლება ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის და ეს პრობლემა საგარეო ურთიერთობაა: ჩვენი დასავლეთელი პარტნიორები ეძებენ გამოსავალს, ეძებენ სააკაშვილის ალტერნატივას და დღევანდელ რეალობაში, სააკაშვილის ალტერნატივა სწორედ ივანიშვილია.
_ იმის თქმა გინდათ, რომ არჩევნებში დასავლეთელი პარტნიორები ხელისუფლებას მხარს აღარდაუჭერენ?
_ თუკი არჩევნებში დაშვებული იქნება შეცდომები, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერენ. აქამდე ხელისუფლებას მხარს უჭერდა ბუშის ადმინისტრაცია. ბუშის შემოქმედების პროდუქტი იყო “ვარდების რევოლუციაც”. ობამას ადმინისტრაცია კი, სააკაშვილს მხარს არ უჭერს. სააკაშვილთან შეხვედრის დროს ობამამ ნათლად და ღიად გამოხატა თავისი აზრი და დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ _ მას სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. სამართლიანი არჩევნები კი, “ქართული ოცნების” გამარჯვების გარანტიაა!
_ ბატონო რამაზ, თუ ხელისუფლებამ ვერ გაიმარჯვა, არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი“ნაციონალი” განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს...
_ დიახ, ძალიან სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი და ეს მხოლო პოლიტიკური ყოფნა-არყოფნის საკითხი არ იქნება. თუ ამ კუთხით შევაფასებთ, ხელისუფლება უფრო მეტს კარგავს, ვიდრე _ ოპოზიცია. ასეთმა ვითარებამ ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს შესაძლოა, ისეთი შეცდომა დააშვებინოს, რაც ქვეყანას გამოუსწორებელ შედეგს მოუტანს. სწორედ ამიტომ, ოპოზიციას მეტი მობილიზება და გონივრული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
_ ღიად ლაპარაკობენ, რომ ხელისუფლებამ, საკუთარი თავის გადასარჩენად, შესაძლოა, ომისპროვოცირება მოახდინოს და არჩევნები ჩაშალოს. რამდენად შესაძლებელია მოვლენების ასეთისცენარით განვითარება?
_ გამორიცხული არაა, მაგრამ მეეჭვება, ეს პროგნოზი გამართლდეს. აქ არის ერთი ფაქტორი _ რუსეთი. თუ რუსეთი, სააკაშვილის საბაბით, საქართველოში შემოვა, არც სააკაშვილს გაახარებს და არც _ საქართველოს. დიდი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთს ამ საბაბით საქართველოში შემოსვლა არ უნდა აწყობდეს.
_ ბიზნესმენ ტრამპთან დაკავშირებით ამბობენ, რომ საქართველოში ინვესტიციას არ დებს დაბათუმში “ტრამპთაუერი” ქართული ფულით შენდება. შესაძლოა, ეს სიმართლე იყოს?
_ რა თქმა უნდა, ასეთი ვერსია არსებობს. ტრამპმა თავისი გვარი ბიზნესად აქცია და ეს პრაქტიკა მსოფლიოშია აპრობირებული _ როგორც პრესიდან ვიცი, ტაილანდში ცათამბჯენი რომ ააშენეს და “ტრამპთაუერი” დაარქვეს, ამის გამო დონალდ ტრამპს 200 მილიონი გადაუხადეს. საზოგადოებას ტრამპის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, რადგან იგი სააკაშვილის მხარდამჭერად მოიაზრება. გარდა ამისა, ტრამპი ხმაურიანი ფიგურაა _ მოსწონს პოპულარობა და საამისოდ ბევრ რამეს აკეთებს. ამ მხრივ მისი ერთ-ერთი ნაბიჯი აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობა იყო. მაშინ ექსპერტებმა თქვეს, რომ რეალურად პრეზიდენტობისთვის არ იბრძოდა. მართლაც, გარკვეული ხმების დაგროვების შემდეგ, მან საპრეზიდენტო მარათონი დატოვა. გასაგებია, რისთვისაც სჭირდება სააკაშვილს ტრამპის სახელი _ ეს მისი პიარია, მაგრამ ძალიან ტრივიალური.