ნინო კობახიძის ინფორმაციით, ”ატლასგლობალი” დღეს სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით სპეციალურ ავიარეისს შეასრულებს

ნინო კობახიძის ინფორმაციით, ”ატლასგლობალი” დღეს სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით სპეციალურ ავიარეისს შეასრულებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძე ინფორმაციით, ავიაკომპანია ”ატლასგლობალი” 16 ივლისს, ანკარის დროით 16:20 საათზე, სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ავიარეის განახორციელებს. 

”ავიაკომპანია ”ატლასგლობალი” საგანგებო მდგომარეობაში ნიშნავს რეისს დღეს, 16 ივლისს მიმართულება: სტამბოლი-თბილისი. ადგილობრივი დროით გამოფრენის დრო 16:20”,- წერს ნინო კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.