თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების 16 მონაწილე ლიკვიდირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ავრცელებს.
პოლიციის მეთაურის განმარტებით, გადატრიალების ორგანიზატორებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება სამხედრო შტაბებთან მოხდა. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დამატებით 250 ადამიანი დააკავეს.
ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სახელმწიფო გადატრიალებაში მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ფეტჰულა გიულენი დაადანაშაულა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა პოლიტიკოსმა ბრალდებები უკვე უარყო.