დავით უსუფაშვილი:   ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას

დავით უსუფაშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას

ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთში სიტუაცია მალე დასტაბილურდება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას. იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანად დასრულდება პროცესები. საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არ არის. ვითარება სრულად კონტროლდება. ამ წუთის მდგომარეობით, გართულებები მოსალოდნელი არ არის რუსეთის მხრიდან. მთავარია, აღდგეს სტაბილურობა თურქეთში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.