სტამბოლში 2 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ისინი სტამბოლში მომხდარ შეტაკებებს ემსსხვერპლნენ.
როგორც „ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამხედროებმა იმ მოქალაქეების მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, რომლებიც ბოსფორის ხიდზე ცდილობდნენ გადასვლას.