ქართული საბავშვო ანსამბლ „ქართული გენის“ წევრები თურქეთში უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სტამბულში მყოფ მოცეკვავეთა ანსამბლს, გაცნობებთ, რომ სტამბულში საქართველოს გენერალური საკონსულო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ანსამბლის წარმომადგენლებს. ბოლო ინფორმაციით, ისინი იმყოფებიან სტამბულის მახლობლად მდებარე ქალაქში, საკონსულოს რჩევით მათ შეწყვიტეს გადაადგილება, დაბინავდნენ უსაფრთხო ადგილას და მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან საკონსულოსთან", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.