თურქეთის პარლამენტის შენობაზე ბომბი ჩამოაგდეს. ინფორმაცია ანკარაში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პარლამენტი ხვალ საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ თურქეთის პარლამენტის სპიკერმა ისმაილ კაჰრამანმა ტელეკომპანია NTV-ს ეთერში განაცხადა. „პარლამენტი ხვალ რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება, ვიწვევ ყველა დეპუტატს. ჩვენ ავანტურები არ გვჭირდება და დემოკრატიაზე უარს არ ვიტყვით“, - განაცხადა თურქეთის პარლამენტის სპიკერმა.