სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერის, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერები დგანან

სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერის, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერები დგანან

თურქეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერები დგანან. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება. თავად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც CNN Turk-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ მომხდარი მოვლენები ორგანიზებული იყო „პარალელური სტრუქტურის მიერ“.