ანონიმური დაჯგუფება ტერორისტული თავდასხის შემდეგ

ანონიმური დაჯგუფება ტერორისტული თავდასხის შემდეგ "ოპერაცია ნიცას“ იწყებს

პარიზსა და ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, ჰაკერული დაჯგუფება მიმართვას ავრცელებს. 

"ჩვენ უკვე გამოვთქვით ჩვენი გადაწყვეტილება, გავაუვნებელყოთ ყველა, ვინც თავს დაგვესხმება. ჩვენ ახლაც იგივეს გავაკეთებთ... ჩვენი მხრიდან სრულ მობილიზაციას ველით", - ნათქვამია მიმართვაში.

კოლექტიურმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ პარიზზე თავდასხმის (რომელმაც 130 ადამიანი იმსხვერპლა) საპასუხოდ 2015 წლის ნოემბერში ჩატარებული „ოპერაცია პარიზის“ ფარგლებში,  გაანადგურეს (გააუქმეს) ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ტვიტერის 20 000  ექაუნთი.

რამდენიმე თვის შემდეგ, ხსენებულმა დაჯგუფებამ დაიწყო „ოპერაცია ბრიუსელი“ ბრიუსელის აეროპორტსა და ქალაქის მეტროზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ. დაჯგუფების განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში, "სასტიკად დასაჯეს" ISIS (ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები) ტერორისტული დაჯგუფების ელექტრონული პორტფელის ჰაკერული გზით ხელში ჩაგდებით და მათი ფულის მოპარვით. დაჯგუფებამ ასევე თურქეთს კიბერ ომი გამუცხადა დეკემბერში ISIS-ის სავარაუდო მხარდაჭერის გამო.

"ანონიმური კოლექტიური  დაჯგუფება, რომელიც 2000-იან წლებში დაარსდა, მის შვილობილ (მასთან დაქვემდებარებულ) საიტზე აღწერილია, როგორც „დეცენტრალიზებულ სტრუქტურასთან“ (რომელიც მუშაობს იდეებზე, ვიდრე დავალებების გაცემაზე) თავისუფლად დაკავშირებულ ჰაკერების გლობალურ ქსელად.