"ზურაბ პატარაძე არის ერთერთი ყველაზე საუკეთესო პროფესიონალი ვინც კი მინახავს"

ყაზახეთში ეუთო-ს პროგრამების წარმომადგენელი რატი ჯაფარიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის დანიშვნას დადებითად აფასებს.

"ზურაბ პატარიძე რეალურად აქ გავიცანი. ელჩები ბევრი მინახავს, როგორც საქართველოში, ისე ოჯახში და ასევე აშშ-ს საელჩოში მუშაობისას. აქაც ხომ ვხედავ და ვხედავ ჩემი უფროსი ეუთო-ს ელჩია. მინდა ვთქვა, რომ ზურა არის ერთერთი ყველაზე საუკეთესო პროფესიონალი ვინც კი მინახავს. აჭარას და ჩვენ ქვეყანას გაუმართლა ასეთი კადრის დანიშვნით. თუმცა, დასანანია, უფრო სწორედ, ძალიან დასანანია, რომ ამდენი ხანი ასეთი კადრები არ ინიშნებოდნენ", - წერს ჯაფარიძე.