აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი სამტრედიაში შესვლის გარეშე შეძლებს გადაადგილებას

აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი სამტრედიაში შესვლის გარეშე შეძლებს გადაადგილებას

აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი სამტრედიაში შესვლის გარეშე შეძლებს გადაადგილებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ქალაქ სამტრედიაში შესვლის გარეშე, შეძლებს გადაადგილებას. 

ასე ეხმაურებიან სამინისტროს პრესსამსახურში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გიორგი სეთურიძე და იაპონიის ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი ესწრებოდნენ.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ბაში-დაფნარის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცავს ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის (24 კმ-იანი გზის) 9 კილომეტრიან და სამტრედია-გრიგოლეთის (11.5 კმ-იანი გზის) 2 კილომეტრიან (2 ზოლი) მონაკვეთებს. აღსანიშნავია, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი ბაშის კვანძიდან იწყება და არსებულ გზას დაფნართან უერთდება.

”ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის გზის 9 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო 2 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, აშენდა 5 ხიდი და გზაგამტარი. სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მოწყობას. 

ახალ გზაზე გადართვა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას”, - განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დაფინანსებით კომპანია “TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ -მა განახორციელა.