ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს

ზურაბ პატარაძეს არჩევას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, უმაღლესი საბჭოს 12 დეპუტატიდან თორმეტივემ დაჭუირა მხარი.

აჭარის უმაღლესი საბჭოში გამართულ კენჭისყრაში "ნაციონალებს" მონაწილეობა არ მიიღეით. 

"ნაციონალური მოძარაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე პატარაძის კანდიდატურის დაყენებით, აჭარის რეგიონს შეურაცყოფა მიაყენეს.

"პატარაძის რწმუნებულად არჩევა ეს იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან რეგიონის შეურაცხოფა. დავტოვეთ დარბაზი და დავანახებთ ხალხს, რა არის "ქართული ოცნება". რწმუნებულის არჩევა არის შეცდომა. 8 დეპუტამა დავტოვეთ სხდომა. ჩვენ დავსვით კითხვები და ამ კითხვებზე მას უნდა ქონდეს მასუხი. მას არ აქვს რეგიონზე ინფორმაცია. არა აქვს მთავრობის თანხმობა მიღებული და დოკუმენტის ნაჩქარევად მიღება მოხდა. დარჩენილ სამ თვეში ვერაფერს გააკეთებს. ახალი დაპირებები უნდა გასცენ, რასაც ისევ ვერ გააკეთებებენ" , - ამბობს პეტრე ზამბახიძე.