ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად უკრაინის, რუსეთის და სომხეთის მოქალაქეებიც დაიღუპნენ

ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად უკრაინის, რუსეთის და სომხეთის მოქალაქეებიც დაიღუპნენ

ნიცაში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად უკრაინის ერთი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაიჭრა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში წერს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.

თავის მხრივ, რუსული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტერაქტის შედეგად დაიღუპა რუსეთის ერთი მოქალაქე, კიდევ ერთი დაიჭრა. გარდა ამისა, რუსეთის 3 მოქალაქის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის არის სომხეთის მოქალაქეც, კიდევ 3 მოქალაქე დაშავებულია.