№196 საბავშვო ბაღს აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები უტარდება

№196 საბავშვო ბაღს აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები უტარდება

სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის IV მ/რ-ში მდებარე №196 ბაღის ავარიულ ფლიგელს აღდგენა გამაგრება-რეკონსტრუქცია უტარდება.

გარდა ავარიული ფლიგელის გამაგრების სამუშაოებისა, დაგეგმილია შიდა სივრცის მოწყობა, ასევე, მთელი ბაღის შენობის გარე ფასადის გარემონტება.  სამუშაოების დასრულების შემდეგ 16 ჯგუფიან ბაღს კიდევ 4 ახალი ჯგუფი დაემატება.

196-ე ბაღის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება  464 000 ლარს შეადგენს.

აღდგენითი სამუშაოები თბილისის კიდევ ერთ - #143 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს.