საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პარლამენტს უკვე მეორედ წარუდგენს კანდიდატებს, რომელიც საკანონდებლო ორგანომ ერთხელ არ დაამტკიცა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად პარლამენტს, ანა დოლიძის ნაცვლად ლევან ბოძაშვილის კანდიდატურას შესთავაზებს.
საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი გულისყურით მოეკიდება მის მიერ წარდგენილ კანდიდატებს და სასამართლო სისტემის მესამე ტალღას, რომელიც განხილვის ფაზაშია.