ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში 54 ბავშვია გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამცოემა Nice-Matin-ი ადგილობრივი საავადმყოფოს ამდინიტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, გარდაცვლილთა შორის რამდენიმე ბავშვია, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია.
ნიცაში მომხდარ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 84 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთაგან 18 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.