ნიცაში მომხდარი თავდასხმა მიმართული იყო იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ნატო იცავს

ნიცაში მომხდარი თავდასხმა მიმართული იყო იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ნატო იცავს

ნიცაში განხორციელებული თავდასხმა მიმართული იყო უდანაშაულო ადამიანებისა  და იმ ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ნატო იცავს. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებაში.

“შეძრული და დამწუხრებული ვარ ნიცაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან, ახლობლებთან და დაშავებულთანაა. ეს თავდასხმა მიმართული იყო უდანაშაულო ადამიანებისა  და იმ ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ნატო იცავს. თუმცა ტერორიზმი ვერასდროს დაამრცხებს დემოკრატიას, თავისუფლებას და ჩვენს ღია საზოგადოებას. სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთის ხალხს”, - ნათქვამია იენს სტოლტენებერგის განცხადებაში.

იენს სტოლტენებრგის განცხადება ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.