ეს იყო ბარბაროსული და მუხანათური თავდასხმა - გაერო-ს შეფასება ნიცას ტერაქტზე

ეს იყო ბარბაროსული და მუხანათური თავდასხმა - გაერო-ს შეფასება ნიცას ტერაქტზე

გაერო-ს უშიშროების საბჭო ნიცაში მომხდარ ტერაქტს გმობს და ტრაგედიას ნარნაროსულ თავდასხმად აფასებს.

მომხდართან დაკავშირებით, უწყებამ სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

"გაერო-ს უშიშროების საბჭო გმობს ბარბაროსულ და მუხანათურ თავდასხმას, რომელიც ნიცაში, ბასტილიის აღების დღეს მოხდა. საბჭოს წევრები მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებთ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და ასევე, საფრანგეთის ხელისუფლებას" , - აღნიშNულია განცხადებაში.

ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავად გამართულ დღესასწაულზე ფოიერვერკის საყურებლად გამოსული მოქალაქეების დიდ ჯგუფს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. ავტომობილიდან გადმოსულმა პირებმა, ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი ზეიმის მონაწილეებს.

ავტომობილის მძღოლი სამართალდამცველებმა ადგილზე მოკლეს.

ნიცაში მომხდარ ტერაქტს ამ დროის მონაცემებით 84 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

18 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.