ანგელა მერკელი:   გერმანია ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საფრანგეთს გვერდში უდგას

ანგელა მერკელი: გერმანია ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საფრანგეთს გვერდში უდგას

გერმანია ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საფრანგეთს გვერდში უდგას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს საზარელი თავდასხმა მოხდა ფრანგების ეროვნულ დღესასწაულზე - დღესასწაულზე, რომელიც სიამაყის დღეა, მაგრამ ახლა დიდი გლოვის დღედ იქცა“, - განაცხადა კანცლერმა.

ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84 -მდე გაიზარდა.

გუშინ საღამოს, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა და უამრავი ადამიანი იმსხვერპლა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.