არჩილ ხაბაძე მისი იმპიჩმენტის საკითხს „უადგილო პოლიტიკურ სპეკულაციას“ უწოდებს

არჩილ ხაბაძე მისი იმპიჩმენტის საკითხს „უადგილო პოლიტიკურ სპეკულაციას“ უწოდებს

აჭარის მთვრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაყენებულ საკითხს მისი იმპიჩენტის შესახებ „უადგილო პოლიტიკურ სპეკულაციას“ უწოდებს. 

ხაბაძის განმარტებით, ოპოზიციურ პარტიას მისი გადაყენებისთვის საჭირო 14 ხმა არ გააჩნია. 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის „ნახევარსაათიან გამოხტომებს“ მოსახლეობა ყურადღებას არ მიაქცევს.

„ვფიქრობ, ეს საკითხი ვერ გადაწყდება და ვერ მოხდება რეალიზება გამომდინარე იქიდან, რომ უბრალო მათემატიკაა - ოპოზიცია 14 ხმას ვერ შეაგროვებს. ასე ხდებოდა პერმანენტულად ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ. ეს არის ოპოზიციის მიერ პუბლიკასთან ერთგვარი თამაში და ნახევარსაათიანი გამოხტომები. ეს ჩვეულებრივი პროცესია, მოსახლეობა დაინახავს, რომ უმაღლეს საბჭოში ჩვენი პოზიციები მყარია“, - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ. 

დღეს, 12:00 საათზე, აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სესიაზე არჩილ ხაბაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე იმსჯელებენ.