არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგომას არ გამორიცხავს

არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგომას არ გამორიცხავს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგომას არ გამორიცხავს. როგორც არჩილ ხაბაძემ დღეს დილით ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდის გადახალისება მიმდინარეობს და პარტია მის თანამდებობას დაინახავს იქ, „სადაც ძლიერი პოზიციებია დასაკავებელი“. 
არჩილ ხაბაძის განმარტებით, მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხი უახლოეს ორ დღეში გადაწყდება.

„ყველაფერს გაიგებთ უახლოეს პერიოდში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გუნდი მუშაობს გადახალისებულ ვერსიებზე, მათ შორის არის თავმჯდომარის საკითხიც - მოხდება თუ არა ცვლილება. პირადად ჩემს ადგილს გუნდი და პარტია დაინახავს იქ, სადაც ძლიერი პოზიციებია დასაკავებელი. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში გეტყვით ყველაფერს“, - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ. 
ხაბაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აჭარაში ბოლო რამდენიმე დღეა ხშირად საუბრობენ.