დავით უსუფაშვილი: ჩვენ ცივილური გაყრის პროცესში ვართ „ქართულ ოცნებასთან“

დავით უსუფაშვილი: ჩვენ ცივილური გაყრის პროცესში ვართ „ქართულ ოცნებასთან“

ჩვენ ცივილური გაყრის პროცესში ვართ „ქართულ ოცნებასთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების მიერ მინისტრთა კაბინეტის დატოვების შესახებ თემის კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ ცივილურად, თუმცა ამ ეტაპზე 4 ივლისის მდგომარეობით აღნიშნული გადაწყვეტილება არც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს და არც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიღებული არ აქვთ.

“რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრები არ დატოვებენ თანამდებობებს რუსეთიდან შემოძახების გამო ან ქართველი რუსეთუმების, ანტინატოელების პროტესტის გამო. ისინი თანამდებობებს დატოვებენ მაშინ, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ ჩათვლის ამას საჭიროდ პოლიტიკურად ან პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადაწყვეტს ასე. დღევანდელი მდგომარეობით ჯერ არც „რესპუბლიკურ პარტიას“ მიუღია ეს გადაწყვეტილება და არც კვირიკაშვილს. ამასთან, არჩევნები ახლოვდება და მის მოახლოებასთან ერთად ყველა პარტია ემზადება არჩევნებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს იქნება არა კარების გამოჯახუნება, არამედ ცივილურად დატოვება თანამდებობების. ჩვენ ცივილური გაყრის პროცესში ვართ „ქართულ ოცნებასთან“, კოალიციურ პასუხისმგებლობებს ვასრულებთ სანამ საჭიროა და ამასობაში არჩევნებისთვის ვემზადებით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.