გიგი წერეთლის მხარდაჭერა იგივეა, გაერო-ს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა

გიგი წერეთლის მხარდაჭერა იგივეა, გაერო-ს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლისათვის მხარის დაჭერა იგივეა, ვთქვათ გაერო-ს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა , - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გიგი წერეთელი არის საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი ეუთოში, ეს არ უნდა გახდეს მთავარი ფაქტორი მისი ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენისა და მხარდაჭერისა. მისი თქმით, გათვალისწინებული უნდა იყოს. თუ რამდენად სცემს ეუთო-ს ღირებულებებს პატივს წარდგენილი კანდიდატურა და ასევე პარტია, რომელშიც აღნიშნული პოლიტიკოსი მოღვაწეობს. 

„გიგი წერეთელი არის საქართველოს მოქალაქე, ჩვენი დელეგაციის წარმომადგენელი. მე არ მგონია, რომ ეს მთავარი ფაქტორი უნდა იყოს. აქ მნიშვნელოვანია სწორედ, თუ რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს ის და რა ღირებულებების მატარებელია, რამდენად სცემდა პატივს ეს პოლიტიკური გუნდი ადამიანის უფლებებს და რამდენად მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რის ირგვლივაც ეუთო შეიქმნა. დაახლოებით იგივეა, ვთქვათ გაეროს ხელმძღვანელად ვინმეს ბერია რომ დაესახელებინა და საქართველოს მხარი დაეჭირა იმიტომ, რომ ის ქართველია. შეიძლება ეს შეფასება არ მოეწონოს გიგი წერეთელს ან ბატონ დავით უსუფაშვილს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს უჭერს მხარს“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.