მაგდა პაპიძე დამამძიმებელი გარემოებით განზრახ მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ

მაგდა პაპიძე დამამძიმებელი გარემოებით განზრახ მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმეზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს. 

პაპიძე დამამძიმებელი გარემოებით განზრახ მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ. 

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძე ბრალდებულად 2015 წლის 21 დეკემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სცნეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადის 16-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.