ცხინვალი ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერებისკენ მიმართული სამუშაოების ჩატარებას აპირებს

ცხინვალი ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერებისკენ მიმართული სამუშაოების ჩატარებას აპირებს

ცხინვალი ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერებისკენ მიმართული სამუშაოების ჩატარებას აპირებს, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გამოცემა „იზვესტიას“ მოსკოვში ვიზიტის დროს განუცხადა, სადაც ის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს ალექსანდრ ბორტნიკოვს შეხვდა.

„ძირითადად, საუბარი შეეხო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის არსებული სამოკავშირეო შეთანხმების შესრულებას, რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს საზღვრის დაცვის კუთხით. საზღვარი ამჟამად სრულად დაკეტილია. უახლოეს პერიოდში დაიწყება საზღვრის გაძლიერება ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით“, - განაცხადა თიბილოვმა.

მისი თქმით, ალექსანდრ ბორტნიკოვთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხი არ განიხილებოდა.

რაც შეეხება ე.წ.რეფერენდუმს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე, თიბილოვის თქმით, აღნიშნული რეფერენდუმი 2017 წელს დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება.