დიმიტრი პესკოვი:  კრემლს ჯონ კერის საქართველოში ვიზიტზე არანაირი რეაგირება არა აქვს

დიმიტრი პესკოვი: კრემლს ჯონ კერის საქართველოში ვიზიტზე არანაირი რეაგირება არა აქვს

კრემლს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავირებით არანაირი რეაგირება არ ექნება, რადგან ეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

„კერის ვიზიტზე კრემლს არანაირი რეაგირება არა აქვს - ეს არის აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინასთან“, - განაცხადა პესკოვმა.

როგორც სააგენტო „ტასი“ იტყობინება, პუტინის პრესმდივანმა ასევე განცხადება ნატო-ს შესახებ გააკეთა და აღნიშნა, რომ ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა „არამხოლოდ ევროპის უსაფრთხოებას უთხრის ძირს, არამედ ნატო-ს წევრი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებსაც აზიანებს“.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა.