გიორგი კანდელაკი ვარაუდობს, რომ რუსეთის დელეგაცია გიგი წერეთლისთვის ხმის მიცემას არ აპირებს

გიორგი კანდელაკი ვარაუდობს, რომ რუსეთის დელეგაცია გიგი წერეთლისთვის ხმის მიცემას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი, „ქართული ოცნების” მიერ „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან გარიგებაში დადანაშაულებას სასაცილოს უწოდებს.

როგორც გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხმა კარგად იცის, ვინ ურიგდება ოკუპანტ სახელმწიფოს, ვინ აფინანსებს ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ სიმპატიით განწყობილ მედიას და ვინ აპატიმრებს საქართველოს კონტრდაზვერვის ოფიცრებს.

„ამაზე სერიოზული კომენტარი წარმოუდგენელია. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, შიდა პოლიტიკურად „ქართული ოცნებისთვის“ იყო დამაზიანებელი ის ფაქტი, რომ რუსეთის დელეგაცია და საქართველოს დელეგაციის უმრავლესობა აქტიურად მუშაობდნენ გიგი წერეთელის წინააღმდეგ. ეს შიდა პოლიტიკურად იყო მათთვის ძალიან დამაზიანებელი. ქართულმა დელეგაციამ სთხოვა, მათთვის იდეურად და პირონვულად ახლოს მდგომ, რუსული დელეგაციის წევრებს, რომ ეს ზიანი გაენეიტრალებინათ და ასეთი ძალიან უცნაური განცხადება გაეკეთებინათ", - განაცხადა კანდელაკმა.

კანდელკის ინფორმაციით, კენჭისყრა არის ფარული და რუსეთის დელეგაცია არ აპირებს გიგი წერეთლისთვის ხმის მიცემას.

„არ მაქვს ხელთ უტყუარი ინფორმაცია, მაგრამ, როგორც საპარალმენტო კულუარებში საუბრობენ, ეს სწორედ ასეა. ეს ინფორmაიცა, ჩემი აზრით, არ არის საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა კანდელაკმა.

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ "ევროპის სახალხო პარტიასა" და რუსეთს შორის გარკვეული გარიგება შედგა.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პედრო აგრამუნტის ვიზიტის დროს გაკეთებული გაცხადებებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული გარიგება შედგა ევროპის სახალხო პარტიასა და რუსეთს შორის - თუ EPP-ის კანდიდატს, გოგო წერეთელს მხარს დაუჭერს რუსული დელეგაცია, შესაძლოა, რუსეთს ხმის უფლება აღუდგინონ ევროპის საბჭოს საპარალმენტო ასამბლეაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა 5 ივლისს გაიმართება. ერთ-ერთი კანდიდატია გიგი წერეთელი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის 25-ე სესია თბილისში მიმდინარეობს.