დავით ოქიტაშვილის ინიციატივით, წარჩინებული სტუდენტისთვის სულხან მოლაშვილის სახელობის ყოველწლიური პრემია წესდება

დავით ოქიტაშვილის ინიციატივით, წარჩინებული სტუდენტისთვის სულხან მოლაშვილის სახელობის ყოველწლიური პრემია წესდება

ყველაზე წარჩინებული იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებული სულხან მოლაშვილის სახელობის ყოველწლიურ პრემიას 5 000 ლარს მიიღებს, - ინიციატივის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავით ოქიტაშვილის თქმით, საქართველოს კულტურის პალატა აწესებს ყოველწლიურ ჯილდოს 5 000 ლარის ოდენობით და გადასცემს იმ უმაღლესი სასწავლების ყველაზე წარჩინებულ მაგისტრატურის კურსდამთავრებულს, სადაც სულხან მოლაშვილი სწავლობდა. კერძოდ, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთ წარჩინებულ მაგისტრს.

,,სულხან მოლაშვილის სახელის უკვდავსაყოფად კულტურის პალატა ყოველწლიურ პრემიას დააწესებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამ ინიციატივის განხორციელებაში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაგვიწევს თანადგომას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყოველწლიურად ყველაზე წარჩინებული სტუდენტის კანდიდატურას უმაღლესი სასწავლებელი კულტურის პალატას წარუდგენს. ვფიქრობ, ეს იქნება დიდი სტიმული სტუდენტებისთვის, ყველა მათგანს მიეცემა თანასწორი შესაძლებლობა გახდეს ამ პრემიის ღირსეული მფლობელი“ , -განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.