არსებობს საფუძველი, რომ გიგი წერეთლის კანდიდატურა ”ევროპის სახალხო პარტიასა” და რუსეთს შორის მოლაპარაკებების თემას წარმოადგენს

არსებობს საფუძველი, რომ გიგი წერეთლის კანდიდატურა ”ევროპის სახალხო პარტიასა” და რუსეთს შორის მოლაპარაკებების თემას წარმოადგენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურის მხარდაჭერა ”ევროპის სახალხო პარტიისა” და რუსეთის მოლაპარაკებების საგანია.

"სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი აგრამუნტი იმყოფებოდა მოსკოვში, იქიდან ჩამოვიდა საქართველოში და გამართა შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მან გააკეთა განცხადებები, რომ არა როგორც "სახალხო პარტიის" ხელმძღვანელმა, არამედ როგორც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში უნდა განახლდეს, გარკვვეული შეზღუდვები უნდა მოეხსნას. საფუძველი ითქვას, რომ "ევროპის სახალხო პარტიასა" და რუსეთს შორის მოლაპარაკებების თემას წარმოადგენს გიგი წერეთლის მხარდაჭერა, არსებობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ევროპის სახალხო პარტიამ" გიგი წერეთლის კანდიდატურა ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა. კენჭისყრა ხვალ გაიმართება.