საქართველოს 120-მდე მოქალაქე, რომელიც ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, გადაყვანილია სასტუმროებში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა ავიაკომპანიებთან მუშაობს, რათა რაც შეიძლება მალე ჩამოიყვანონ მოქალაქეები საქართველოში.
"ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ვიყავით კომუნიკაციაში იმ ქართველებთან, რომლებიც იყვნენ აეროპორტში. 120-მდე ადამიანი გადაყვანილია სასტუმროებში, ახლა ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რათა რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში. ამ წუთის მონაცემებით, ქართველი დაზარალებულები არ გვყავს",,- განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინიტრმა მიუსამძიმრა თურქ ხალხს და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი უბედურება მომავალში აღარ განმეორდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.