გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მსოფლიო ლიდერების ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ნათქავამია ბან კი მუნის სპეციალურ განცხადებაში.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა სტამბოლში განხორციელებული თავდასხმების სერია დაგმო და გარდაცვლილთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას მიუსამძიმრა.
“გაერო-ს გენერალური მდივანი მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს, რომელიც საფრთხეებს უპირისპირდება, და ხაზს უსვამს ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონული და საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას”, - ნათქავმია გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.
ბან კი მუნი იმედს გამოქვამს, რომ გამოძიება ტერაქტებთან კავშირში მყოფ პირებს გამოავლენს.