ფედერიკა მოგერინი:  ევროკავშირი თურქეთს სამძიმარსა და მხარდაჭერას უცხადებს

ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი თურქეთს სამძიმარსა და მხარდაჭერას უცხადებს

ევროკავშირი თურქეთს სამძიმარსა და მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.

"ეს კიდევ ერთი ტრაგიკული ტერაქტია თურქეთში. ევროკავშირი მხარს უჭერს თურქეთის მოსახლეობას. ჩვენ მთელი გულით მათთან ვართ",  - აღნიშნა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ფედერიკა მოგერინიმ.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ათათურქის აეროპორტში სროლისა და აფეთქებების შედეგად დაიღუპა 36 და დაშავდა 147 ადამიანი.